მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"აწარმოე საქართველოში" ინვესტიციების დეპარტამენტის სტრატეგიის და სამოქმედო გეგმის პრეზენტაციას გამართავს

5df2098dd6d7c
თელარა გელანტია
13.12.19 09:00
920
16 დეკემბერს, “აწარმოე საქართველოში” ინვესტიციების დეპარტამენტის სტრატეგიის და სამოქმედო გეგმის პრეზენტაციას გამართავს.

ღონისძიება 10:30 საათზე, სახელმწიფო ცერემონიების სასახლეში გაიმართება.

როგორც bm.ge-ის „აწარმოე საქართველოდან“ აცნობეს, ღონისძიებას მისასალმებელი სიტყვით საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ქალბატონი ნათია თურნავა გახსნის.

პრეზენტაციას დაესწრებიან, როგორც საერთაშორისო დიპლომატიური კორპუსის და დონორი ორგანიზაციების, ასევე, ქართული საჯარო და კერძო სექტორის წარმომადგენლები.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები