მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„აწარმოე საქართველოში“ მხარდაჭერით, „სკა ჯუს ბარი“ გაფართოვდება

5f6b2b711b104
BM.GE
23.09.20 15:01
1659
სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ საკრედიტო-საგარანტიო მექანიზმის პროგრამის მეშვეობით, ქართული კომპანია „სკა ჯუს ბარი“ დამატებით ორი ობიექტის გახსნას შეძლებს.

კომპანიის მიერ გაფართოების მიზნით აღებული სესხის ძირი თანხის 90%-ის გარანტორი სახელმწიფო იქნება.

ქართული ჯუს ბარი საქართველოს ბაზარზე 2019 წელს გამოჩნდა და უკვე ორ ლოკაციაზე - ალ. ყაზბეგის 15-სა და ოთ. თაქთაქიშვილის 7 ნომერში ოპერირებს.

სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ მხარდაჭერით, „სკა ჯუს ბარის“ მესამე ფილიალი ფალიაშვილის #13-ში გაიხსნება. ნოემბრის ბოლოს კი ჯანსაღი კვების მოყვარულები მარჯანიშვილის #8-შიც შეძლებენ კომპანიის პროდუქციის დაგემოვნებას.

„სკას მთავარი მიზანია ჩვენს საზოგადოებაში დავამყაროთ ჯანსაღი, სწრაფი კვების კულტურა და გვინდა დავამსხვრიოთ სტერეოტიპი, რომ სწრაფი კვება აუცილებლად უნდა იყოს არაჯანსაღი,“ - ამბობს კომპანიის თანადამფუძნებელი ანა ტალახაძე.

მისი განცხადებით, კომპანიის კიდევ ერთი პრიორიტეტი ახალგაზრდებისთვის სამუშაო ადგილების შექმნა არის. ამ ეტაპზე „სკა ჯუს ბარში“ 40-მდე ადამიანი მუშაობს, ხოლო გაფართოების შემდეგ, ეს რიცხვი 100-მდე გაიზრდება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები