მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ახალი საინვესტიციო კანონმდებლობის შექმნაში მინიმალური როლი გვაქვს" - მიხეილ ხიდურელი

648047bd1069a
გიგა ბენია
07.06.23 13:20
780
სტატიაში საუბარია:

“ახალი საინვესტიციო კანონმდებლობის შემუშავებაში მინიმალური როლი გვაქვს“, - ამის შესახებ პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ დირექტორმა, მიხეილ ხიდურელმა BMG-ის კითხვის საპასუხოდ განაცხადა. მისი თქმით, პროცესში ეკონომიკის სამინისტროს სპეციალური დეპარტამენტია ჩართული.

„ჩვენ მინიმალური როლი გვაქვს, რადგან კანონმდებელი ორგანო არ ვართ. ინვესტიციების კანონის მიმართულებით, უფრო მეტად, ეკონომიკის სამინისტროს შესაბამისი დეპარტამენტი მუშაობს. რა თქმა უნდა, აქ ჩვენი როლიც არის. ქვეყანა, რომელსაც დახვეწილი და ჰარმონიზებული კანონი ექნება, მეტ ინვესტიციას მოიზიდავს“, - აღნიშნა მიხეილ ხიდურელმა.

ცნობისთვის, საქართველოს მთავრობა მიმდინარე წლის შემოდგომაზე ახალი საინვესტიციო კანონმდებლობის ინიცირებას გეგმავს. მიზანი საინვესტიციო გარემოს გაუმჯობესებაა. კანონის შემუშავების შესახებ სამთავრობო პროგრამის შესრულების მიმდინარეობის შესახებ აღმასრულებელი ხელისუფლების მოხსენებაშია საუბარი, რომელიც პარლამენტს უკვე გადაეგზავნა. დოკუმენტში აღნიშნულია, რომ ახალ კანონმდებლობაზე მუშაობა აქტიურად მიმდინარე წლის მარტიდან მიმდინარეობს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები