მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

აწყვიტა–ნიჯგორის ჩანგრეული ხიდის რეაბილიტაციას "საგზაო სამშენებლო სამმართველო N2" ასრულებს

BM.GE
10.04.19 09:59
972
აწყვიტა–ნიჯგორის ჩანგრეული ხიდის სარეაბილიტაციო სამუშაოებს ასპინძის მერიის მიერ გამოცხადებულ ტენდერში გამარჯვებული კომპანია „საგზაო სამშენებლო სამმართველო N2“ ასრულებს. ხიდის აღსადგენად ადგილობრივი ბიუჯეტიდან 76 707 ლარი დაიხარჯება. ამ დროისთვის სამშენებლო სამუშაოები ავარიულ ხიდის ქვედა ნაწილში მიმდინარეობს. როგორც სამშენებლო კომპანიის დირექტორი ავთანდილ კაჭკაჭაშვილი ამბობს, ბურჯები უკვე ჩაასხეს და შველერებს ამონტაჟებენ: „ამის დასრულდების შემდეგ ხიდზე ავყრით ხემასლას და ახალს დავაგებთ. ვიდრე მოვრჩებით, ხიდი ისევ ჩაკეტილი იქნება“. კომპანიას სამუშაოების შესასრულებლად ვადა 90 დღე აქვს და კომპანიამ სამუშაოები მიმდინარე წლის 23 ივნისამდე უნდა დაასრულოს.

http://sknews.ge/index.php?newsid=22146

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები