მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ახალ მილსადენზე გადართვის გამო, 13-14 აპრილს მთაწმინდა-ჩუღურეთს ბუნებრივი აირი შეეზღუდება

5e92b4562c33c
BM.GE
12.04.20 10:16
1041
კომპანია "თბილისი ენერჯის" მიერ გავრცელებული განცხადების მიხედვით, მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე შეიცვალა ძველი კოროზირებული მილი. ახალ გაზსადენზე გადართვის სამუშაოების გამო კი, 13 აპრილის 10:00 საათიდან, 14 აპრილის 13:00 საათამდე მთაწმინდისა და ჩუღურეთის რაიონის ნაწილებს ბუნებრივი აირის მიწოდება შეუწყდებათ. 

"დედაქალაქის გაზმომარაგებისთვის, დასრულდა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პროექტი მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე. სარეაბილიტაციო სამუშაოების მეოთხე ეტაპის ფარგლებში, კომპანია "თბილისი ენერჯიმ" გაზსადენის 320 მეტრის სიგრძის მონაკვეთი სრულად განაახლა საშუალო წნევის 300 მმ–იანი თანამედროვე პოლიეთილენის მილით.

აღნიშნული მონაკვეთი დედაქალაქის უსაფრთხო გაზმომარაგებისთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მონაკვეთია. ახალი, გაზსადენის ქსელში ჩართვის მიზნით, 13 აპრილის 10:00 საათიდან, 14 აპრილის 13:00 საათამდე გაზის მიწოდება დროებით შეუწყდება აბონენტთა ნაწილს მთაწმინდისა და ჩუღურეთის რაიონებში. კომპანია თბილისის ენერჯი წინასწარ ბოდიშს გიხდით შექმნილი დისკომფორტის გამო. აბონენტების ახალ გაზსადენზე გადართვა აუცილებელია თქვენი უსაფრთხოებისთვის, ასევე უწყვეტი და საიმედო გაზმომარაგებითვის.

ასევე შეგახსენებთ, ბუნებრივი გაზის მოხმარებასთან დაკავშირებულ ნებისმიერ საკითხზე 24 საათის განმავლობაში შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ 2 40 40 04 ან სწრაფი რეაგირების სამსახურის ნომერზე 114. თქვენ ასევე შეგიძლიათ ისარგებლოთ „თბილისი ენერჯის“ სოციალური ქსელით და ვებგვერდის Www.Te.Ge სპეციალური სწრაფი დისტანციური მომსახურების ღილაკით,"- ნათქვამია განცხადებაში.