მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„ახალ ტურისტულ პორტალს უკვე 18 მლნ უნიკალური ვიზიტორი ეწვია“ - ტურიზმის ადმინისტრაცია

645b6296c1277
სალომე ხიდურელი
10.05.23 13:38
1028
ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ, ციფრული ტრანსფორმაციის პროექტის ფარგლებში, საქართველოს მთავარი ტურისტული პორტალის პრეზენტაცია მოაწყო. ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, მაია ომიაძის განცხადებით, Georgia.travel-ის ახალი ვებ-გვერდი მომხმარებელს საშუალებას აძლევს, დაგეგმოს მოგზაურობა საქართველოში და ქვეყნის ტურისტული პროდუქტების შესახებ სრულყოფილი ინფორმაცია მიიღოს.

როგორც უწყების განცხადებაშია ნათქვამი, ტურისტულ პორტალს უკვე ეწვია 18 მილიონამდე უნიკალური ვიზიტორი მსოფლიოს 200-მდე ქვეყნიდან. Georgia.travel-ის ახალი ვებგვერდი კი 70-მდე ქვეყნის ტურისტული პორტალის კვლევისა და ანალიზის შედეგად მომზადდა.

“ქვეყნის მთავარი ტურისტული პორტალი უკვე მზად არის. მომხმარებელს შეუძლია, ეწვიონ და დაგეგმონ მოგზაურობა საქართველოში. ძალიან ბევრი საჭირო და საინტერესო ხელსაწყო დაემატა ჩვენს პორტალს.

მომხმარებელს შესაძლებლობა აქვს, თავიანთი პირადი მოგზაურობა ააწყონ ინტერაქციული რუკის მიხედვით, აარჩიონ ლოკაცია და შემდეგ ესტუმრონ სხვადასხვა ადგილს“, - ამბობს მაია ომიაძე.

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის განმარტებით, პორტალზე განთავსებულია 3200-ზე მეტი ახალი სტატია ორ ენაზე, რითაც მომხმარებლები გაეცნობიან ინფორმაციას საქართველოს ტურისტული ადგილების შესახებ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები