ახალ ზელანდიაში 6.9 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა.
აშშ-ის გეოლოგიური კვლევითი ცენტრის (USGS) ინფორმაციით, მიწისძვრის ეპიცენტრი კუნძულ კერმადეკთან ახლოს დედამიწის ზედაპირიდან 152 კილომეტრის (94 მილი) სიღრმეში დაფიქსირდა.
მათივე ცნობით, სტიქიური უბედურების შედეგად ცუნამის წარმოქმნის ალბათობა მინიმალურია.
მიწისძვრით გამოწვეული ნგრევისა და მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია ჯერჯერობით არ გავრცელებულა.