მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ახალციხეში ₾35 ათასის ყალბი საგადასახადო დოკუმენტები დაამზადეს - საგამოძიებო სამსახური

6260f99236e82
ვიქტორია მღებრიშვილი
21.04.22 10:25
699
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ქ. ახალციხეში, ყალბი საგადასახადო დოკუმენტების დამზადება-გასაღების ფაქტზე ერთი პირი დააკავეს.

უწყების ცნობით, ბრალდებულმა, უკანონო მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით, მისი ფაქტობრივი მართვის ქვეშ მყოფი კომპანიის სახელით, დაამზადა და გაასაღა 35 000 ლარის ღირებულების 5 000 მ3 ვულკანური წიდის (პემზა) თითქოსდა მიწოდების ამსახველი ყალბი საგადასახადო ელექტრონული ანგარიშ-ფაქტურა და ელექტრონული სასაქონლო ზედნადები, რის სანაცვლოდაც მიიღო 12 150 ლარი.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 210-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთას 2-დან 4 წლამდე ვადით ითვალისწინებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები