მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

საგამოძიებო სამსახურის უფროსის მოადგილედ ირაკლი ნარსია დაინიშნა

საგამოძიებო

საგამოძიებო სამსახურის უფროსის მოადგილედ ირაკლი ნარსია დაინიშნა. უწყების ცნობით, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის უფროსმა, ლევან ხარაბაძემ უწყების სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელებსა და თანამშრომლებს ახალი მოადგილე ირაკლი ნარსია წარუდგინა.

"ახალი მოადგილის წარდგენისას, ლევან ხარაბაძემ მის პროფესიულ გამოცდილებაზე გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ ირაკლი ნარსიას სამართალდამცავ სტრუქტურებში საქმიანობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს. უწყების ხელმძღვანელის განცხადებით, ახალი მოადგილის ცოდნა, კვალიფიკაცია და ხედვები სამსახურის ეფექტიან ფუნქციონირებას კიდევ უფრო შეუწყობს ხელს. ლევან ხარაბაძემ ირაკლი ნარსიას თანამდებობაზე დანიშვნა მიულოცა და მომავალ საქმიანობაში წარმატებები უსურვა.

ირაკლი ნარსია სხვადასხვა პერიოდში ხელმძღვანელ თანამდებობებს იკავებდა როგორც საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში, ისე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში", - წერია საგამოძიებო უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები