მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ახალციხეში ხეივნის მოწყობა დაანონსებიდან ორი წლის შემდეგ იწყება

BM.GE
04.06.19 09:57
1039
ახალციხეში, ცხრა აპრილის ქუჩაზე ოთხი ათასი მესხის სახელობის ხეივნის მოსაწყობად საპროექტო დოკუმენტები მზადდება.
აღნიშნულ ქუჩაზე ხეივნისა და სკვერის გაკეთება 2017 წელს დაიგეგმა, ამავე წელს გაკეთდა სკვერიც, თუმცა ხეივნის მოწყობის სამუშაოები გადაიდო. ახალციხის ყოფილი მერი ვლადიმერ ზედგნიძე განმარტავს, რომ 2017 წელს ხეივნის გასაკეთებლად თანხა გამოიყო, თუმცა სამუშაოების დასაწყებად პროექტი მომზადებული არ ჰქონდათ. “ამ წელს 330 ათასი ლარი გამოიყო, მე რვა თვეში რაც მოვასწარი გავაკეთე. მოსახლეობასაც ვესაუბრე, საკრებულოს სხდომაზეც გავიტანე“, – ამბობს ახალციხის ყოფილი მერი ვლადიმერ ზედგინიძე. ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიაში აცხადებენ, რომ ამ ეტაპზე ოთხი ათასი მესხის სახელობის ხეივნის მოსაწყობად, საპროექტო დოკუმენტების მომზადება მიმდინარეობს. 2018 წელს კი ის ტერიტორია დაასუფთავეს, სადაც ხეივანი უნდა გაკეთდეს. „იყო დაბრკოლებები, რომლებიც ხელს უშლიდა ხეივნის სამომავლო პროექტს. მერიის თანამშრომლების კონსულტაციისა და მოლაპარაკებების შემდეგ ტერიტორია მოსახლეობამ თავად გაათავისუფლა.

http://sknews.ge/index.php?newsid=22866.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები