მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ახალციხის თვითმმართველობაში პრემია–დანამატი 14–მა თანამშრომელმა მიიღო

BM.GE
31.01.19 09:00
742
2018 წელს, ახალციხის თვითმმართველობაში პრემია–დანამატი 14–მა თანამშრომელმა მიიღო. მათ შორის მერიაში დანამატი ერთ პირზე, საკრებულოში კი პრემია 13 საჯარო მოხელეზე გაიცა.. სამხრეთის კარიბჭის ინფორმაციით, ახალციხის მერიაში, დანამატი, 1 000 ლარი მეორადი სტრუქტურული ერთეულის -სივრცითი მოწყობისა და არქიტექტურის განყოფილების ხელმძღვანელმა, დამატებითი ფუნქციების შესრულებისათვის მიიღო. ახალციხის საკრებულოში კი პრემია თანამდებობრივი სარგოს 100% ოდენობით, აპარატის 13 თანამშრომელზე ერთხელ გაიცა. 2019 წლის ბიუჯეტში საკრებულოს თანამშრომლების პრემია/დანამატებისთვის გათვალისწინებული 9 900 ლარია, ხოლო მერიაში – 38 800 ლარი, რაც ჯამში 48 700 ლარს შეადგენს.

http://sknews.ge/index.php?newsid=21180.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები