USAID-ის პროგრამის - ‘’ახალგაზრდების და ქალთა მეწარმეობის მხარდაჭერა საქართველოში’’ (USAID YES-Georgia) ფარგლებში დასავლეთ საქართველოში საინფორმაციო კამპანია ჩატარდა , რომლის მიზანიც პროგრამის ერთ-ერთი მიმართულების - Buzz საქართველოს საქმიანობის გაცნობა საზოგადოებისთვის, Buzz საქართველოს ტრენინგებზე და მის ბენეფიტებზე წვდომის შესახებ ინფორმაციის გავრცელება და რეგიონში და სოფლად მცხოვრები ქალების მოწვევა პროგრამის ფარგლებში მიმდინარე სხვადასხვა ტრენინგებსა და სემინარებში მონაწილეობის მისაღებად. Buzz საქართველოს ფარგლებში უკვე 600-ზე მეტმა ქალმა მიიღო საკონსულტაციო და სატრენინგო მომსახურეობა. პროგრამა გეგმავს გააფართოვოს არეალი და რაც შეიძლება მეტი ქალი ჩართოს საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან თუ კუთხიდან ქალთა ეკონომიკური და სამეწარმეო განვითარების მიმართულებით საქმიანობაში.


































