მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ახალი აუდიტორი - რა გამოწვევები ხვდება ცოტნე ყავლაშვილს ახალ ამპლუაში?

BM.GE
16.09.22 16:50
480
პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა გენერალური აუდიტორის პოსტზე ასარჩევად პარლამენტს ფინანსთა მინისტრის მოადგილე, სახელმწიფო ხაზინის ხელმძღვანელი ცოტნე ყავლაშვილის კანდიდატურა წარუდგინა. ყავლაშვილი 2015 წლიდან ფინანსთა მინისტრის მოადგილის პოსტს იკავებს, ხოლო 2013 წლიდან სახელმწიფო ხაზინას ხელმძღვანელობს. ჯერ კიდევ მოქმედ გენერალურ აუდიტორს ირაკლი მექვაბიშვილს, რომელიც პარლამენტმა აღნიშნულ თანამდებობაზე 2017 წელს აირჩია, უფლებამოსილების 5 წლიანი ვადა 20 სექტემბერს ეწურება. რეგლამენტის გათვალისწინებით, გენერალურ აუდიტორს პარლამენტის თავმჯდომარე წარადგენს და მას პარლამენტი სრული შემადგენლობის უმრავლესობით, 76-ხმიანი კვორუმით ირჩევს. რამდენად ეფექტიანად მუშაობს დღეს აუდიტის სამსახური? 


სტუმარი: ლევან ავალიშვილი - IDFI -ის პროგრამების დირექტორი

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები