მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ახალი დახმარების პაკეტი უკრაინას - თეთრი სახლში განცხადებას ავრცელებს

649b2e67e2868
ალა ისპირიანი
27.06.23 23:00
689
აშშ უკრაინას ახალ დახმარების პაკეტს გადასცემს. აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის ადმინისტრაციაში განაცხადეს, რომ აგრძელებენ უკრაინელი ხალხის გვერდით დგომას, რადგან ისინი რუსეთისგან თავს იცავენ.

ამის შესახებ თეთრი სახლის პრესმდივნის მოადგილის, ოლივია დალტონის განცხადებით, უკრაინისთვის ახალი დახმარების პაკეტი საჰაერო თავდაცვის გაძლიერებისკენ არის მიმართული.

„დახმარება მოიცავს ნაღმების გაწმენდის აღჭურვილობასა და ჯავშანტექნიკას. ის ასევე გააძლიერებს საჰაერო თავდაცვას, რათა დაიცვას თავისი ხალხი სარაკეტო თავდასხმებისგან, მიაწოდოს უკრაინას დამატებითი ჯავშანტექნიკის სისტემები და საბრძოლო მასალები სარაკეტო სისტემებისთვის, რომლებსაც უკრაინა ასე ეფექტურად იყენებს ბრძოლის ველზე“, – განაცხადა ოლივია დალტონმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები