მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ახალი დიდველის გათოვლიანების სისტემის მოწყობა 1.6 მლნ ევრო დაჯდება

616d81fe65dca
ანა ჯოხაძე
19.10.21 10:10
1259
შპს "ემ თი ეის"(ყოფილი მთის კურორტების განვითარების კომპანიის) მიერ, კურორტ ბაკურიანში ახალი დიდველის ტერიტორიის გათოვლიანების სისტემით აღჭურვასთან დაკავშირებული ყველა სახის სამშენებლო და სამონტაჟო სამუშაოების, საქონლისა და მომსახურების შესყიდვაში 1 622 000 ევროს დახარჯვა იგეგმება. ინფორმაცია ამის შესახებ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ვებ-გვერდზე გამოქვეყნდა.

შპს “ემ თი ეიმ” შესყიდვების სააგენტოსგან გამარტივებული შესყიდვის ჩატარებაზე თანხმობა მიიღო. საქმე ეხება ახალი დიდველის ტერიტორიაზე გათოვლიანების სისტემის მოწყობას.

როგორც შესყიდვის დასაბუთებაში ვკითხულობთ, სამუშაოების დაჩქარებული წესით განხორციელება გამოწვეულია იმით, რომ 2023 წელს საქართველომ უნდა უმასპინძლოს სათხილამურო ფრისტაილისა და სნოუბორდის მსოფლიო ჩემპიონატს, რომლის ერთ-ერთი ეტაპის ჩატარება დაგეგმილია 2021-22 წლის ზამთრის სეზონზე.

შესაბამისად, კომპანია “ემ თი ეის” ჩემპიონატის ჩატარებამდე ვალდებულება აქვს მოახდინოს PGS-PSL სასრიალო ტრასების მშენებლობა/გათოვლიანება, რომლის მშენებლობაც  2021 წლის დეკემბრის ბოლოსთვის დასრულებული უნდა იყოს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები