მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მთის კურორტებზე საბაგიერობი ძვირდება - MTA-მ საფასო პოლიტიკა შეცვალა

საბაგიროები

2026-2027 წლების სეზონზე საქართველოს მთის კურორტებზე საბაგიერობის აბონემენტები გაძვირდა - ამის შესახებ მთის ტრასების სააგენტოს ოფიციალური არხებიდან ხდება ცნობილი.

საქართველოში 4 მთის კურორტზე ზამთრის სათხილამურო სეზონი 20 ნოემრიდან იხსნება. როგორც "მთის ტრასების სააგენტოში" აცხადებენ, ზამთრის სეზონიდან აბონემენტების განახლებული ტარიფები ამოქმედდება. MTA-ის ინფომრმაციით, შეიცვალა საფასო პოლიტიკაც. უფრო კონკრეტულად: საქართველოს მოქალაქეებისა და საქართველოში ბინადრობის ნებართვის მქონე პირებისთვის განსხვავებული ტარიფებია გათვალისწინებული, ბავშვების, სკოლის მოსწავლეებისა და სტუდენტებისთვის კი შეღავათიანი პირობები. რაც შეეხება სპორტული სკოლების აღსაზრდელებს, 2026-2027 წლების ზამთრის სეზონზე მათთვის შენარჩუნებულია შეღავათიანი ტარიფი ბავშვთა ერთდღიანი აბონემენტის სტანდარტულ ფასთან შედარებით.

"საფასო პოლიტიკა კურორტების მდგრად განვითარებას, ინფრასტრუქტურის განახლებას, მომსახურების გაუმჯობესებასა და სრიალის შესაძლებლობების გაფართოებას ემსახურება", - აცხადებენ მთის ტრასების სააგენტოში.

MTA-ს გუდაურის, ბაკურიანის, მესტიისა და გოდერძის კურორტების ოფიციალურ Facebook-გვერდებზე გამოქვეყნებული ფასებიდა ირკვევა:

გუდაურიში თუ ერთი საბაგიროთი სარგებლობის ერთი დღის სააბონენტო როგორც ქართველებისთვის ისე უცხოელებისთვის გასულ სეზონზე 70 ლარი ღირდა, 2026-2027 წლების ზამთრის სეზონზე ქართველებისთვის 90 ლარი, უცხოელებისთვის კი 120 ლარი ეღირება. სეზონური აბონემენტი კი ორივე შემთხვევაში კი 650-დან 1000 ლარამდე გაძვირდა. ბავშვების შემთხვევაში ის 500 ლარი ეღირება, ნაცვლად გასულ წელს არსებული 325 ლარისა.

ბაკურიანში საბაგიროებით სარგებლობის 1 დღის აბონემენტი 55 ლარიდან 75 ლარამდე, 1-კვირიანი 296-დან 395 ლარამდე გაძვირდა; უცხოელებს 1 დღით აბონემენტის შეძენა 100 ლარად შეეძლებათ. ღამის სრიალის აბონემენტის ღირებულება საქართველოს მოქალაქეებისთვის 20 ლარით 60 ლარამდე გაიზარდა, უცხოელებისთვის 40 ლარით 80 ლარამდე, ხოლო ერთი ასვლა 15-დან 50-მდე უფროსის შემთხვევაში, ბავშვის შემთხვევაში 25 ლარამდე, უცხოელის კი 70 ლარამდე.

მესტიაში თუ ჰაწვალსა და ზურულდზე აქამდე ერჯერადად 25 ლარად ახვიდოდით, ახალი სეზონიდან საქართველოს მოქალაქეებისთვის 50 ლარამდე, უცხოელებისთვის კი 70 ლარამდე გაძვირდა. მოქალაქე ბავშვებისთვის 25 ლარი, უცხოელისთვის კი 35 ლარი ეღირება. გაძვირებულია ყველა სხვა აბონემენტი.

გოდერძის სამთო-სათხილამურო კურორტზე საბაგიროთი სარგებლობის აბონემენტი საქართველოს მოქალაქეებისთვის 30-დან 50 ლარამდე, უცხოელებისთვის 70 ლარამდე გაძვირდა. ბავშვების შემთხვევაში მოქალაქე ბავშვები 25 ლარს, უცხოელებზე კი 35 ლარამდე გადაიხდით.

მთის ტრასების სააგენტსო ინფორმაციით, 20 ნოემბრიდან mta.ski-ზე, MTA-სა და Visa-ს სპეციალური შეთავაზების ფარგლებში, ახალი სეზონური მულტისკი აბონემენტები გაიყიდება, რომელთა შეძენისას მომხმარებლები პრემიუმ აბონემენტს მიიღებენ.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს „მთის ტრასების სააგენტო“ (MTA) 2026-2027 წლების ზამთრის სეზონზე დამსვენებლებს პრემიუმ სკიპასს სთავაზობს. მისი მფლობელები მთელი სასრიალო სეზონის განმავლობაში ოთხივე კურორტის საბაგიროებით ისარგებლებენ, გუდაურში კი „პირველის“, „სოლიკოს“, „გუდაურასა“ და „ახალი გუდაურას“ საბაგიროებზე მათთვის Fast Track სერვისი - დამოუკიდებელი შესასვლელები ულიმიტოდ იქნება ხელმისაწვდომი.

ფასებისა და შეთავაზებების შესახებ დეტალური ინფორმაცია ხელმისაწვდომი იქნება mta.ski-სა და "ემ თი ეი“-ს ოფიციალურ სოციალურ არხებზე.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები