2022 წლის 1-21 აგვისტოს პერიოდში, ახალი გაცემული იპოთეკური სესხების მოცულობა შემცირდა და წლიური ცვლილება -3% -ს გაუტოლდა. ამის შესახებ "თიბისი კაპიტალის" აღდგენის დინამიკის შესახებ გამოქვეყნებულ ანგარიშშია საუბარი.
ამასთან, 1-18 აგვისტოს პერიოდში, თბილისის საცხოვრებელი უძრავი ქონების ტრანზაქციების რაოდენობის ზრდა მცირედით შენელდა და წ/წ +23% შეადგინა.
დოკუმენტის თანახმად, არარეზიდენტების უნაღდო ხარჯვის ზრდა, თიბისი ბანკის არხებით, კვლავ მაღალ ნიშნულზეა 2019 წლის მაჩვენებელთან შედარებით. კერძოდ, 1-20 აგვისტოს პერიოდში არარეზიდენტების უნაღდო ხარჯვა, თიბისი ბანკის არხებით, +49%-ით აღემატება 2019 წლის დონეს.
ამასთან, მცირედით შემცირდა თიბისი ბანკის არხებით, სასტუმროებში უნაღდო ხარჯვის ზრდის ტემპი და 2019 წლის დონესთან შედარებით (+37% წ/წ) 74%-ს გაუტოლდა .
რაც შეეხება რესტორნებსა და კაფეებში უნაღდო დანახარჯებს,"თიბისი კაპიტალი" აღნიშნავს, რომ ზრდის ტემპი თითქმის უცვლელია და 129% შეადგენს 2019 წელთან შედარებით (+57% წ/წ).




























