მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

დეკემბერში უნაღდო დანახარჯების ზრდის ტემპი შენელდა - თიბისი კაპიტალი

თიბისი

2024 წლის დეკემბერში, როგორც ჯამური უნაღდო დანახარჯების მოცულობა, ისე უნაღდო ტრანზაქციების რაოდენობა წლიურად მზარდია.

თიბისი კაპიტალის მომხმარებლის დანახარჯების დეკემბრის თვის დინამიკის მიხედვით, თიბისი არხებით განხორციელებული ჯამური უნაღდო დანახარჯები, წლიურად 15%-ით, უნაღდო ტრანზაქციების რაოდენობა კი წლიურად 9%-ით გაიზარდა.

მიმოხილვაში თანდართული გრაფიკის მიხედვით, თუ 2023 წლის დეკემბერში დანახარჯების წლიური ზრდა 20%, ტრანზაქციების კი 35% იყო, წელს დანახარჯების ზრდის ტემპი შენელებულია.

გასულ წელთან შედარებით დეკემბერში სურსათზე უნაღდო დანახარჯები 21%-ით გაიზარდა. საშუალო ტრანზაქციის მოცულობამ, თიბისი ბანკის არხებით, 18.5 ლარი შეადგინა. ამავე პერიოდში სურსათსა და უალკოჰოლო სასმელებზე ინფლაცია 3.6%-მდე გაიზარდა.

არარეზიდენტების უნაღდო დანახარჯები წლიურ ჭრილში ზრდას განაგრძობს, რაც დეკემბერში წლიურად 26%-ით გაიზარდა.

დეკემბერში, სასტუმროებში, თიბისი ბანკის არხებით, უნაღდო დანახარჯების წლიურად 32%-ით გაიზარდა. საშუალო ტრანზაქციების მოცულობამ 426 ლარი შეადგინა, რაც 2023 წლიდან მოყოლებული უდიდესი მაჩვენებელია.

რესტორნებსა და კაფეებში უნაღდო დანახარჯები წლიურად 33%-იანი წლიური ზრდა აჩვენა, ხოლო ტრანზაქციის საშუალო მოცულობა 31 ლარზეა შენარჩუნებული. ამავე დროს გართობის სექტორი თიბისი არხებით უნაღდო დანახარჯები წლიურად 2%-ით შემცირდა.

თიბისი ბანკის არხებით, უნაღდო დანახარჯებმა ტანსაცმელსა და აქსესუარებზე 2024 წლის დეკემბერში 12%-იანი წლიური ზრდა აჩვენა, საშუალო ტრანზაქციის მოცულობამ კი 114 ლარი შეადგინა.

ამავე პერიოდში, სხვა საცალო მაღაზიებში უნაღდო დანახარჯების მოცულობა, თიბისი ბანკის არხებით, გასულ წელთან შედარებით 12%-ით გაიზარდა.

თბილისში საცხოვრებელი უძრავი ქონების ტრანზაქციები დეკემბერში, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 9%-ით გაიზარდა, ხოლო ახალი იპოთეკური სესხების მოცულობამ წლიურად უარყოფითი ზრდის ტემპი აჩვენა 23%-ით შემცირდა.

თიბისი ბანკის დეკემბრის დანახარჯების დინამიკის მიხედვით, სამშენებლო მასალებზე უნაღდო დანახარჯების, თიბისი ბანკის არხებით, წლიურად 11%-იანი ზრდა დაფიქსირდა.

ელექტრონიკაზე უნაღდო დანახარჯებმა, თიბისი ბანკის არხებით, 18%-იანი წლიური ზრდა შეადგინა.

ავეჯსა და მოწყობილობებზე უნაღდო დანახარჯებმა გასულ წელთან შედარებით 11%-ით გაიზარდა.

დანახარჯების დეკემბრის დინამიკის მიხედვით, საწვავზე უნაღდო დანახარჯები, თიბისი ბანკის არხებით, წლიურად 12%-ით გაიზარდა, ხოლო საშუალო ტრანზაქციის მოცულობა საწვავზე გასული წლის დეკემბრის მაჩვენებელს გაუტოლდა და 51 ლარი შეადგინა.

ამავე პერიოდში, მანქანასთან დაკავშირებული ხარჯები, გასულ წელთან შედარებით 14%-ით გაიზარდა, ხოლო საშუალო დანახარჯი ერთეულ ტრანზაქციაზე 62 ლარს გაუტოლდა.

პირად ჰიგიენაზე უნაღდო დანახარჯები წლიურად 11%-ით გაიზარდა, თიბისი ბანკის არხებით, უნაღდო დანახარჯების წლიური ზრდის ტემპმა ფარმაციაზე 25% შეადგინა.

ამავე პერიოდში, ჯანდაცვაზე უნაღდო დანახარჯებმა, თიბისი ბანკის არხებით, გასულ წელთან შედარებით 26%-იანი ზრდა აჩვენა. 2024 წლის დეკემბერში ტრანზაქციის საშუალო მოცულობამ 112 ლარი შეადგინა.

ტელეკომუნიკაციასა და ციფრულ სერვისებზე უნაღდო დანახარჯები თიბისი ბანკის არხებით, წლიურად 24%-ით გაიზარდა, ხოლო საშუალო ტრანზაქციის მოცულობამ 11.72 ლარი შეადგინა.

"სურსათზე გაწეულმა დანახარჯებმა უნაღდო დანახარჯებში კვლავ ყველაზე მაღალი წილი დაიკავა. დეკემბერში საქონელსა და მომსახურებაზე ჯამური უნაღდო დანახარჯების განაწილება 69%-სა და 31%-ს გაუტოლდა. საქონელზე გაწეულმა ხარჯებმა 2023 და 2024 წლების დეკემბრის თვის განმავლობაში ჯამური უნაღდო დანახარჯების უდიდესი წილი შეადგინა.

რესტორნებზე დახარჯულმა წილმა მთლიან უნაღდო დანახარჯებში 12% შეადგინა. სურსათზე დანახარჯების წილი, რომელიც წარმოადგენს ყველაზე დიდი წილის მქონე კატეგორიას ჯამურ უნაღდო დანახარჯებში, თიბისი ბანკის არხებით, 28%-მდე გაიზარდა", - ნათქვამია მიმოხილვაში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები