მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„ახალი კადრების მოძიება ძალიან გვიჭირს“ – „კოლორ ჯგუფი“

634290e0239dc
ლიკა მეგუთნიშვილი
10.10.22 08:38
6874
პოლიგრაფიულ საწარმო „კოლორ ჯგუფისთვის“ კადრების დეფიციტი მნიშვნელოვან პრობლემას წარმოადგენს.

როგორც კომპანიის გაყიდვების ხელმძღანელმა, მარიამ მუხიგულმა „ქალების ნარატივში“ სტუმრობისას განაცხადა, „კოლორ ჯგუფი“ ამ პრობლემის გადაჭრის მიზნით, მათთან მუშაობის დაწყების მსურველთა პროფესიულ გადამზადებას თავად უზრუნველყოფს.

„ჩვენი საწარმო 400-მდე თანამშრომელს აერთიანებს. ამის მიუხედავად, კადრების დეფიციტი ჩვენთვისაც პრობლემას წარმოადგენს. ჩვენთან, საწარმოში ადამიანს კონკრეტული მიმართულების შესწავლა და დასაქმება შეუძლია, თუმცა ახალი კადრების მოძიება მაინც ძალიან გვიჭირს. სულ ძიების რეჟიმში ვართ. ამ პრობლემის გადაჭრისთვის სხვადასხვა მეთოდს ვიყენებთ, მათ შორის, ინტენსიურ ტრენინგებს ვატარებთ“, - აცხადებს მუხიგული

„კოლორ ჯგუფი“ დივერსიფიცირებული პოლიგრაფიული საწარმოა, რომელიც მომხმარებელს სრულ პოლიგრაფიულ მომსახურებას სთავაზობს და ისეთ სხვადასხვა ინდუსტრიებს ფარავს, როგორიცაა: საკვები და სწრაფი მოხმარების პროდუქტები, ალკოჰოლური და არაალკოჰოლური სასმელები, საგამომცემლო, მედია, ფარმაცევტული და სამედიცინო, ავტომოტივი, საბანკო-საფინანსო, სადაზღვევო, საავიაციო, გასართობი.

როგორც კომპანიის გაყიდვების ხელმძღვანელი ამბობს, „კოლორ ჯგუფი“ როგორც დიდ ადგილობრივ და საერთაშორისო კომპანიებთან, ასევე მცირე და საშუალო მეწარმეებთან აქტიურად თანამშრომლობს და მათი პარტნიორების რაოდენობა მუდმივად მზარდია.

ჩვენ მომხმარებელს ეტიკეტის, შეფუთვის, სავიზიტო ბარათის და გარე რეკლამის დამზადებას ვთავაზობთ, შესაბამისად დაინტერესებულ პირებს ჩვენთან, თავისი ბრენდის სრულად შეფუთვა და მაღალი ხარისხის სერვისის მიღება შეუძლიათ. დღეისთვის საკმაოდ ბევრი კომპანიასთან ვთანამშრომლობთ. ყველაზე მეტად კი ვცდილობთ, მცირე კომპანიებს შევუწყოთ ხელი, ამის საშუალებას ჩვენი დანადგარებიც გვაძლევს, რადგან მცირე ტირაჟების მარტივად დაბეჭდვა შესაძლებელია“, - აცხადებს მარიამ მუხიგული.

ინფორმაციისთვის, „კოლორ ჯგუფი“ ქართულ ბაზარზე უკვე 25 წელია ოპერირებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები