მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
EN
Loading data...

ახალი კანონით ბელარუსში სახელმწიფო ღალატი სიკვდილით დასჯას ითვალისწინებს

ბელარუსის ავტორიტარმა ლიდერმა ალექსანდრე ლუკაშენკომ ხელი მოაწერა კანონს, რომელიც სახელმწიფო ღალატისთვის სიკვდილით დასჯას ითვალისწინებს.

კანონით სიკვდილით დაისჯებიან სახელმწიფო თანამდებობისა და სამხედრო პირები, რომლებიც ღალატში იქნებიან მხილებულნი. ახალი კანონი სისხლის სამართლის კოდექსში შეტანილი ცვლილებების ნაწილია, რომელიც მიზნად ისახავს „ექსტრემისტული და ანტისახელმწიფოებრივი ხასიათის მქონე" დანაშაულების წინააღმდეგ ბრძოლის გაძლიერებას.

ბელარუსი ევროპაში ერთადერთი ქვეყანაა, სადაც სიკვდილით დასჯა დღემდე დასაშვებ ფორმად ითვლება და გამოიყენება მკვლელობასა და ტეროტიზმში ბრალდებული პირების მიმართ. 

ლუკაშენკო ბელარუსს თითქმის 30 წელია მართავს. მის წინააღმდეგ ქვეყანაში მასობრივი გამოსვლები 2020 წლის არჩევნების დროს იყო. ოპოზიციისა და დასავლეთის განცხადებით, ქვეყანაში არჩევნები გაყალბდა, საპროტესტო აქციებს კი მთავრობამ მასობრივი დაკავებებით უპასუხა. ჯამში 30 ათასზე მეტი ადამიანი დააკავეს.
საფონდო ბირჟები
საფონდო ბირჟები