მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

აშშ მოქალაქეებს ბელარუსის დაუყოვნებლივ დატოვებისკენ მოუწოდებს

დეპ

ჯო ბაიდენის ადმინისტრაცია აშშ-ის მოქალაქეებს მოუწოდებს დაუყოვნებლივ დატოვონ ბელარუსი. 

მოგზაურობასთან დაკავშირებული ახალი ზომები დაკავშირებულია ქვეყანაში კერძო სამხედრო კომპანია “ვაგნერის” ბელარუსში საქმიანობასთან, რის გამოც ლიეტუვამ, ლატვიამ და პოლონეთმა საზღვარზე კონტროლი გაამკაცრეს. 

“არ იმოგზაუროთ ბელარუსში, რადგან ბელარუსის ხელისუფლება ხელს უწყობს უკრაინაზე რუსეთის არაპროვოცირებულ თავდასხმას, ბელარუსის ტერიტორიაზე ხდება რუსული სამხედრო ძალების მობილიზება. საელჩოს ბელარუსში მცხოვრები ან ვიზიტორი აშშ-ის მოქალაქეების დახმარების შეზღუდული შესაძლებლობა აქვს“,- წერია ბელარუსში აშშ-ის საელჩოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები