მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ახალი კანონპროექტით, შესაძლოა პენსიონერები სასამართლოში სახელმწიფო ბაჟისგან გათავისუფლდნენ

5ed51d6d6c13e
BM.GE
01.06.20 19:24
1048
საქართველოში მცხოვრები 770,000 ასაკით პენსიონერი, შესაძლოა, სასამართლოებში განსახილველ საქმეებზე სახელმწიფო ბაჟისგან გათავისუფლდნენ - ამას დეპუტატ ეკა ბესელიას მიერ მომზადებული კანონპროექტი ითვალისწინებს. 

შესაბამისი ცვლილება "სახელმწიფო ბაჟის შესახებ" კანონში 25 მაისს დარეგისტრირდა

„მნიშვნელოვანია, რომ პენსიონერ ადამიანებს ჰქონდეთ სამართლიანი მართლმსაჯულების მიღების შესაძლებლობა. მათი უფლებების დაცვისთვის კანონმდებელმა უნდა შექმნას ეფექტური მექანიზმები. აღნიშნული ცვლილების გარეშე არსებობს დიდი ალბათობა იმისა, რომ პირმა ვერ ისარგებლოს მართლმსაჯულების გარანტირებული უფლებით,“ - ნათქვამია კანონპროექტის განმარტებით ბარათში.

მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით, საერთო სასამართლოებში არსებული ბაჟის განაკვეთი მინიმუმ 50 ლარია, სხვადასხვა კატეგორიის დავებზე კი, ბაჟის მოცულობა ამაზე რამდენჯერმე მაღალია. მაქსიმალური ლიმიტი ფიზიკური პირებისთვის 3000 ლარით არის განსაზღვრული. 

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები