მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ახალი კორონავირუსი ევროპაში - საფრანგეთში დაინფიცირების ორი შემთხვევა დაფიქსირდა

5e2b4d216c2b0
BM.GE
24.01.20 23:59
2922
საფრანგეთში ახალი კორონავირუსის ორი შემთხვევა დაფიქსირდა. "ევრონიუსის" ცნობით, ეს ევროპაში ვირუსის დადასტურების პირველი ორი შემთხვევაა. ქვეყნის ჯანდაცვის მინისტრმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ერთი შემთხვევა პარიზში, ხოლო მეორე ბორდოში დააფიქსირეს. მინისტრის თქმითვე, სავარაუდოდ ევროპაში სხვა შემთხვევებიც გამოვლინდება.

შეგახსენებთ, ჩინეთში ვირუსს 26 ადამიანი შეეწირა, გამოვლენილია დაინფიცირების ასობით შემთხვევა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები