მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ახალი რესპუბლიკური 500 საწოლზე იქნება გათვლილი - სამინისტრო

6433b72e1e726
ინგა მურუსიძე
10.04.23 11:25
566
ახალი რესპუბლიკური საავადმყოფო იქნება 500 საწოლზე გათვლილი, მრავალპროფილური და მაღალტექნოლოგიური კლინიკა, რომელიც ყველა ძირითად სამედიცინო მიმართულებას უზრუნველყოფს, - ამის შესახებ ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

„ამასთანავე, კლინიკის ბაზაზე განთავსდება ბავშვთა ონკო-ჰემატოლოგიური მიმართულება, გაიხსნება თანამედროვე სტანდარტების ცენტრალური სისხლის ბანკი, ტერიტორიაზე მოწყობა GDP სტანდარტის აფთიაქი, სასწავლო სივრცეები, სამედიცინო ბიბლიოთეკა, ტელემედიცინის სივრცეები და სხვა. აკად. ნ. ყიფშიძის სახელობის ცენტრალური საუნივერსიტეტო კლინიკა იქცევა რეგიონულ ჰაბად, რომელიც ქვეყნისთვის ახალ შესაძლებლობებს იძლევა.

რესპუბლიკური საავადმყოფო შეინარჩუნებს საუნივერსიტეტო კლინიკის სტატუსს, რაც კონცეპტუალურად გულისხმობს მომავალი მედიკოსების სრულ ინტეგრაციას კლინიკურ აქტივობებში და შესაბამისი ინფრასტრუქტურის უზრუნველყოფას“, - ნათქვამია ჯანდაცვის სამინისტროს მიერ მომზადებულ პრეზენტაციაში.

ინფორმაციისთვის, რესპუბლიკური საავადმყოფო ამჟამად 800 საწოლზეა გათვლილი.

დღეს ჯანდაცვის სამინისტროს ხელმძღვანელები რესპუბლიკური საავადმყოფოს მედპერსონალს შეხვდნენ. გაიმართა საავადმყოფოს რეაბილიტაციის პროექტის პრეზენტაცია, ხოლო მოგვიანებით შეხვედრა თანამშრომლებთან, დახურულ კარს მიღმა გაგრძელდა. 

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები