მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ახალი Volvo XC90 გაზრდილი ელექტროდიაპაზონით საქართველოშია

624c455e598b5
BM.GE
05.04.22 18:00
1196
Volvo XC90 T8 გაუმჯობესებული შესაძლებლობებით უკვე საქართველოშია.

შვედური პრემიუმ ბრენდის უახლესი, 2022 წლის მოდელი „ვოლვო ქარ საქართველოს“ შოურუმშია წარმოდგენილი.

საავტომობილო გიგანტი Volvo, რომლისთვისაც, უსაფრთხოებასთან ერთად, გარემოზე ზრუნვა პრიორიტეტულია, ახალი Plug in Hybrid-ის მონაცემებს ზრდის. სრული დამუხტვის შემთხვევაში Volvo XC90, 55-ის ნაცვლად, 95 კილომეტრამდე მანძილს ფარავს.

მექანიზმი მარტივია:

- 6 საათია საჭირო 100%-ით დამუხტვისათვის.

- Pure Mode რეჟიმზე გადაყვანის შემთხვევაში, ავტომობილი საერთოდ არ მოიხმარს საწვავს და არც ნახშირბადის კვალს ტოვებს.

- 95 კილომეტრის გავლის შემდეგ, მანქანა არ ჩერდება და შიდა წვის ძრავაზე გადადის.

გაგა კოხრეიძე, „ვოლვო ქარ კავკასიის“ დირექტორი: „Volvo XC90 T8 2022 წლის უახლესი მოდელია, რომელიც მსოფლიო ბაზარზე ცოტა ხნის წინ გამოჩნდა. „ვოლვო ქარ საქართველო“, ცხადია, ვერ დააგვიანებდა. ვცდილობთ, არჩეულ გზას არ გადავუხვიოთ და მომხმარებელს დროულად შევთავაზოთ მის უსაფრთხოებასა და კომფორტზე მორგებული უახლესი ავტომობილები და სერვისები. XC90 T8 ვოლვოს ერთ-ერთი ყველაზე ეკომეგობრული მოდელია, სრულად მიჰყვება ვოლვოს კონცეფციას და თავისი შთამბეჭდავი მახასიათებლების წყალობით, უფრო მეტად ზრუნავს გარემოზე. სკანდინავიური მინიმალიზმით შექმნილი მოდელის გაძლიერებულ ძრავას 462 ცხენის ძალა აქვს. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ამ მონაცემებით 2-ტონიან ავტომობილს 5 წამში აჩქარება შეუძლია“.

ვოლვოს შვიდადგილიანი, საოჯახო მოდელი უსაფრთხოების თანამედროვე სისტემებით არის აღჭურვილი. აქვს 360-გრადუსიანი პარკინგკამერა, სალონში უმაღლესი ხარისხის ჰაერის საწმენდი ტექნოლოგიაა დამონტაჟებული.



Volvo-ს სამომავლო სტრატეგიის მიხედვით, 2025 წლისთვის გაყიდული ავტომობილების ნახევარი - დამუხტვადი ჰიბრიდი, ხოლო მეორე ნახევარი სრულად ელექტრო უნდა იყოს. 2030-დან კი შვედური ბრენდი მხოლოდ ელექტრომოდელების წარმოებას აპირებს.


ტექნიკური მახასიათებლები:

Volvo XC90 Plug-in Hybrid

ამძრავი თვლები: ოთხივე წამყვანი

სავარძლების რაოდენობა: 7

ძრავა: 2.0 ტურბოდამტენი

სიმძლავრე: 462 ცხენის ძალა

აჩქარება 0-100კმ 5.3 წამში

მაბრუნი მომენტი: 709 ნმ

მაქსიმალური სისწრაფე: 180 კმ/სთ

ერთი დამუხტვის რესურსი: 95კმ-მდე

საწვავის მოხმარება: 1.3ლ/100კმ-ზე

CO2 ემისია - 29გ/კმ-ზე


„თეგეტა ჰოლდინგში“ შემავალი კომპანია "ვოლვო ქარ საქართველო" 2019 წლიდან ოპერირებს საქართველოს ბაზარზე. ამიერკავკასიისა და შუა აზიის მასშტაბით კომპანია პრემიუმ კლასის ავტომობილების ექსკლუზიური დილერია. კომპანია მომხმარებელს SUV-ებს, სედანებსა და უნივერსალებს სთავაზობს, მათ შორის არის როგორც დამუხტვადი ჰიბრიდები, ისე შიგაწვის ძრავიანი უახლესი მოდელები. შოურუმის გარდა, მომხმარებელს შესაძლებლობა აქვს, კომპანიის ციფრული მაღაზიით ისარგებლოს, კომპანიის ვებგვერდზე ავტომობილი 360-გრადუსიანი სისტემით, დისტანციურად შეაფასოს და კონფიგურატორის დახმარებით, სასურველი კომპლექტაციის მოდელი საკუთარი გემოვნებით ააწყოს, რომლის ჩამოყვანასაც „ვოლვო ქარ საქართველო“ უზრუნველყოფს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები