მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

კვირის მთავარი ავტოსიახლეები

bmgauto

კვირის მთავარი ავტო სიახლეების წარმდგენია "თეგეტა ჰოლდინგი"

გამონაბოლქვის ნორმასთან შეუსაბამობისთვის 10 დღეში 322 ავტომობილი დაჯარიმდა - სამინისტრო

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლები, 4 სექტემბრიდან, საქართველოს 4 დიდ ქალაქში - თბილისში, რუსთავში, ქუთაისსა და ბათუმში მოძრავი ავტოსატრანსპორტო საშუალებების გამონაბოლქვის კონტროლს ახორციელებენ - ამასთან დაკავშირებით განცხადებას სამინისტრო ავრცელებს.
"4 სექტემბრიდან 14 სექტემბრის ჩათვლით, დეპარტამენტის მოძრავი ეკიპაჟების მიერ, ავტოსატრანსპორტო საშუალებების გამონაბოლქვის დადგენილ ნორმასთან შეუსაბამობისთვის სულ დაჯარიმდა 322 სამართალდამრღვევი. 

დეპარტამენტის თანამშრომლებმა ყველაზე მეტი - 160 ჯარიმა დაწერეს თბილისში მოძრავი ავტოსატრანსპორტო საშუალებების მძღოლების/მფლობელების სახელზე. 78 სამართალდარღვევა დაფიქსირდა ქუთაისში, 58 - ბათუმში, 26 კი - ქალაქ რუსთავში. 

ავტოსატრანსპორტო საშუალებების გამონაბოლქვის კანონმდებლობით დადგენილ ნორმასთან შეუსაბამობისთვის ფიზიკური პირის შემთხვევაში ჯარიმის ოდენობა პირველ ჯერზე 100 ლარია, მეორე ჯერზე - 300 ლარი, მესამე ჯერზე - 600 ლარი. იურიდიული პირის შემთხვევაში კი ჯარიმა 500, 1500 და 3000 ლარია. ჯარიმის 10 დღის ვადაში გადახდის შემთხვევაში, სამართალდამრღვევს, ჯარიმის ოდენობა 20%-ით შეუმცირდება.

ჯარიმების გადამოწმება მოქალაქეებს შეეძლებათ გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ვებგვერდებზე: www.des.gov.ge; ჯარიმის გადახდა კი შესაძლებელია შინაგან საქმეთა სამინისტროს ვებგვერდის www.videos.police.ge საშუალებით", - ნათქვამია განცხადებაში.

Tesla-ს საბაზრო კაპიტალიზაცია შესაძლოა $1,39 ტრილიონ დოლარამდე გაიზარდოს

Tesla-ს აქციების ფასი 6%-ით გაიზარდა მას შემდეგ, რაც Morgan Stanley-მ განაცხადა, რომ მის სუპერკომპიუტერ Dojo-ს შეუძლია ელექტრომობილების მწარმოებლის ღირებულება დაახლოებით 600 მილიარდი დოლარით გაზარდოს, რობოტაქსისა და პროგრამული სერვისების მიმართულებით პროგრესის დაჩქარების გზით. Tesla მომავალი წლისთვის "დოჯოზე "1 მილიარდ დოლარზე მეტის დახარჯვას გეგმავს. "დოჯოს შეუძლია სრულიად ახალი შესაძლებლობების გაჩენა, წარმოიდგინეთ ნებისმიერი მოწყობილობა კამერით, რომელიც რეალურ დროში იღებს გადაწყვეტილებებს, იმის მიხედვით თუ რას ხედავს" - ამბობენ Morgan Stanley-ის ანალიტიკოსები. ამ ფონზე Morgan Stanley-მ გაზარდა Tesla-ს აქციების 12-18 თვის სამიზნე 60%-ით, $400-მდე რაც, მითი შეფასებით, ელექტრომობილების მწარმოებლის საბაზრო კაპიტალიზაციას დაახლოებით $1,39 ტრილიონ დოლარამდე გაზრდის.

$750 მილიონის ინვესტიცია -  BMW-ს გეგმები Mini-სთან დაკავშირებით

BMW-მ  750 მილიონი დოლარის ინვესტიციას ჩადებს, მისი ბრენდის Mini-ის სრული ელექტრიფიცირებისთვის. ინვესტიცია მთლიანად დიდ ბრიტანეთში არსებულ წარმოებებში ჩაიდება, მიზნის მიღწევას კი კომპანია 2023 წლისთვის გეგმავს. 2026 წლიდან გერმანული პრემიუმ ავტომობილების მწარმოებელი ოქსფორდის ქარხანაში ორ ელექტრომოდელს დაამზადებს - Mini Cooper 3 და კომპაქტურ კროსოვერს Mini Aceman. 2030 წლიდან კი ქარხანა მხოლოდ ელექტრომოდელებს ააწყობს და ავტომობილები საექსპორტო ბაზრებსაც აითვისებს. BMW ინვესტირებას ასევე შვედეთში მდებარე ქარხანაში აპირებს, რომელიც Mini-ისთვის სხვადასხვა კომპონენტებს და ნაწილებს აწარმოებს.

ჩინური კომპანია BYD მსოფლიოში ყველაზე აეროდინამიკური ავტომობილის წარმოებას გეგმავს

ჩინური კომპანია BYD მსოფლიოში ყველაზე აეროდინამიკური ავტომობილის წარმოებას გეგმავს. Carscoops-ის ცნობით , ეს მოდელი  U6 სედანი იქნება, რომელიც პრემიუმ YangWang-ის ბრენდის ქვეშ იწარმოება. მოსალოდნელია, რომ ახალი პროდუქტის აეროდინამიკური წევის კოეფიციენტი იქნება 0,19. ამ მაჩვენებლების მიხედვით, მანქანა კონკურენციას გაუწევს Nio ET7-ს, Tesla Model S Plaid-ს და Lucid Air-ს. ინფორმაციისთვის, თანამედროვე მანქანებისთვის კოეფიციანტი დაახლოებით, 0.26-0.38 დიაპაზონშია. ჯერჯერობით U6 სედანი ოფიციალურად არ წარუდგენიათ. თუმცა ინტერნეტში უკვე გამოჩნდა მისი საპატენტო ფოტოსურათები. არაოფიციალური მონაცემებით, U6 სედანი ჰიბრიდულ და სრულად ელექტრო ვერსიებში იქნება ხელმისაწვდომი. ამ უკანასკნელის სიმძლავრე სავარაუდოდ 1115 ცხ.ძ. იქნება, მისი სავარაუდო ღირებულება კი 110 000 დოლარია.

რუსეთში ვოლვოს აქტივები რუს ინვესტორს გადაეცა

შვედური ავტომწარმოებლის Volvo-ს, რომელმაც რუსეთში წარმოება გასულ წელს შეაჩერა, ქვეყანაში არსებული აქტივები ადგილობრივ ინვესტორს გადაეცა. ინფორმაციას რუსეთის მრეწველობისა და ვაჭრობის სამინისტრო ავრცელებს. მათი ცნობით, ამჟამად მიმდინარეობს მუშაობა კალუგას ქარხანაში წარმოების აღსადგენად. პროექტში შიდა პარტნიორი ჩაერთვება. ინფორმაციისთვის, კალუგაში ვოლვოს ქარხანა 2009 წლის დასაწყისში გაიხსნა, რომლის საწარმოო სიმძლავრე 15000 ერთეულია წელიწადში. ადგილზე სატვირთო მანქანები იწყობოდა.

რუსეთში რეგისტრირებული ავტომობილები ევროკავშირის ტერიტორიაზე ვეღარ შევლენ

ევროკავშირმა რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებთან დაკავშირებით განმარტებითი დოკუმენტი გამოაქვეყნა, საიდანაც ირკვევა, რომ რუსეთში რეგისტრირებულ ავტომობილების აკრძალული აქვთ ევროკავშირის ტერიტორიაზე შესვლა. შეზღუდვა ვრცელდება როგორც კერძო პირების საკუთრებაში მყოფ, ასევე კომპანიების მფლობელობაში არსებულ კომერციულ ავტომობილებზე. გარდა ამისა, იურიდიულად ევროკავშირის ქვეყნებს მათ ტერიტორიაზე რუსული სანომრე ნიშნით მყოფი ავტომობილების დაკავების უფლებაც აქვთ. ამიტომ რუსეთის მთავრობა მოქალაქეებს მოუწოდებენ მდგომარეობის გარკვევამდე ევროკავშირის ტერიტორიაზე ავტომობილით გადაადგილებისგან თავშეკავებისკენ მოუწოდებს. გარკვევაში რუსული მხარე გულისხმობს, რომ სასამართლოში იდავებენ ამ პუნქტის არაკანონიერად გამოცხადების თაობაზე. გარდა ამისა, რუსეთის მოქალაქეებს აეკრძალათ ევროკავშირში პირადი ნივთების შეტანა, მათ შორის: სმარტფონების, ტელეფონების, ბარგის, კოსმეტიკის და ტუალეტის ქაღალდის.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები