მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

MINI-ის ბრიტანულ ქარხნებში BMW $750 მილიონს დააბანდებს, მიზეზი - ელექტრიფიკაციაა

MINI

გერმანული ავტოკონცერნი BMW, რომელიც ბრიტანულ MINI-საც ფლობს, კომპანიის სრული ელექტრიფიკაციის მხარდაჭერის მიზნით, გაერთიანებულ სამეფოში მდებარე ქარხნების განახლებისთვის $750 მილიონის ინვესტიციას დააბანდებს. ბრიტანულ MINI-ის გადაწყვეტილი აქვს, რომ 2030 წლისთვის, ბრენდის ყველა ავტომობილი - ელექტრომობილი იყოს, რაც მნიშვნელოვან გადაწყობას და შესაბამისად ინვესტიციას მოითხოვს, როგორც მანქანა-დანადგარების, ასევე ტექნოლოგიისა და ადამიანური კაპიტალის მიმართულებით.

2030 წლამდე, MINI-ის მხოლოდ ორი ელექტრომოდელი ჰყავს, ესენია - სამკარიანი Mini Cooper-ი და კომპაქტური კროსოვერი, Mini Aceman-ი, რომლებიც ოქსფორდში მდებარე ქარხანაში იწყობა. ეს ორი ავტომობილი ჩინეთის ბაზარზეც იქნება ხელმისაწვდომი, სადაც ისინი 2024 წლიდან გამოჩნდება.

MINI-ის ოქსფორდის ქარხანა გაერთიანებული სამეფოს ბიზნესის მინისტრმა, კემი ბადენოკმა მოინახულა და აღნიშნა, რომ სამთავრობო მხარდაჭერის ფონზე, ქვეყნის საავტომობილო სექტორში, ბოლო წლებში, £6 მილიონის ინვესტიცია განხორციელდა. სამთავრობო შეღავათების მნიშვნელობას ხაზს უსვამს BMW-ც, მაგრამ კონკრეტულად რა ტიპის და რა მოცულობის შეღავათები მიიღო გერმანულმა ავტოკონცერნმა, უცნობია.

შეგახსენებთ, პირველი ავტომობილი, MINI-მ ჯერ კიდევ 1959 წელს გამოუშვა, ხოლო მოგვიანებით, 1969 წელს, ამავე დასახელების კომპანიაც დაფუძნდა, რომელიც 1999 წელს გერმანულმა BMW-მ შეიძინა. გერმანული კომპანიის მმართველობის პირობებში, ბრიტანული ბრენდი გაცოცხლდა და ძველი პოპულარობა დაიბრუნა. MINI-ის გარდა, BMW-ს ჯგუფში პრემიუმ-სეგმენტზე ორიენტირებული Rolls-Royce-იც შედის. თავად BMW Group-ი საჯარო კომპანიაა, რომლის აქციები ფრანკფურტის საფონდო ბირჟაზე ივაჭრება. დღეს, კომპანიის საბაზრო კაპიტალიზაცია $68 მილიარდს აღემატება და ამ მაჩვენებლით, ის მსოფლიოს ერთ-ერთი უდიდესი ავტომწარმოებელია.

"საქართველოს ბანკის" მობილბანკით 6000-მდე ისეთი ცნობილი კომპანიის აქციონერი შეგიძლია გახდე, როგორიცაა: Apple, Microsoft, Amazon, Tesla, Berskhire Hathaway, Meta, Twitter და სხვა. დაიწყე ინვესტირება ნებისმიერი თანხით.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები