მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Tesla გერმანიაში ავტომობილების წარმოებას ამცირებს

Tesla-ს ქარხანა

ავტომობილების მწარმოებელმა კომპანია Tesla-მ გერმანულ ქარხანაში წარმოება ივლისის თვეში კვირაში 5 000 მანქანიდან 4 350-მდე შეამცირა. როგორც Business Insider-ი წერს, მეგაკომპანია ამ რაოდენობის კვლავ შემცირებას გეგმავს. 

Tesla-მ ჯერ კიდევ მარტში განაცხადა, რომ ბერლინის მახლობლად საწარმოში ყოველკვირეულად 5 000 ავტომობილს აწარმოებენ, თუმცა როგორც უცხოურ მედიას რამდენიმე ანონიმურმა პირმა განუცხადა, ქარხანამ ამ რაოდენობის ავტომობილები მხოლოდ ერთხელ დაამზადა, კომპანიის საშუალო წარმადობა კი გაცილებით დაბალია. 

ივნისში Tesla-მ ასევე დაადასტურა, რომ წარმოებისთვის სულ უფრო და უფრო ნაკლებ დროებით თანამშრომელს ასაქმებს, რადგან წარმოების რაოდენობის გადახედვას გეგმავდნენ. 

უცხოური მედიის ცნობით, კომპანიამ ივლისსა და აგვისტოში ავტომობილების წარმოება დღეში 870 ერთეულამდე შეამცირა, თუმცა ზოგ შემთხვევაში ეს მიზანიც არ სრულდებოდა. მაგალითად, 25 ივლისს კომპანიამ მხოლოდ 692 ავტომობილი შექმნა. მას შემდეგ კომპანიამ საერთო მიზანი კვლავ შეამცირა და ყოველდღიურად 750, ყოველკვირეულად კი 4 000 ავტომობილის წარმოებაზე გადავიდა.

კომპანიის წარმომადგენლები მედიის შეკითხვებს არ პასუხობენ, თუმცა ცნობილია, რომ გასული წლიდან დღემდე, Tesla-მ საერთაშორისო ბაზარზე საკუთარ მანქანებზე ფასი არაერთხელ შეამცირა, ფასდაკლებები და ინვენტარის შემცირებაზე გათვლილი სხვა აქტივობები კი - გაზარდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები