მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Tesla-ს ახალი ქარხანა შესაძლოა, ინდოეთში აშენდეს

64bfadc567a05
ირაკლი მოდებაძე
25.07.23 15:11
599
Tesla-ს წარმომადგენლები მზად არიან შეხვდნენ ინდოეთის ფინანსთა მინისტრს, რათა ელექტრომობილების საწარმოს აშენების შესაძლებლობა განიხილონ. აღსანიშნავია, რომ ინდოეთში Tesla-ს ქარხნის აშენებით, კომპანია ადგილობრივი ბაზრისთვის და ექსპორტისთვის დაბალფასიანი ელექტრომანქანების წარმოებას დაიწყებს.

ფინანსთა მინისტრთან შეხვედრა იქნება ყველაზე მაღალი დონის მოლაპარაკება Tesla-სა და ინდოეთის მთავრობას შორის ივნისის შემდეგ, როდესაც ელონ მასკი ინდოეთის პრემიერ-მინისტრ ნარენდრა მოდის შეხვდა და განაცხადა, რომ აპირებდა ქვეყანაში მნიშვნელოვანი ინვესტიციის განხორციელებას.

Tesla-ს წარმომადგენლები აცხადებენ, რომ პოტენციური ინდური ქარხანა იქნება 25%-ით იაფი, მათ მიერ შეთავაზებულ ამჟამინდელ ყველაზე დაბალ ფასზე, Model 3-ის სედანზე, რომელიც ჩინეთში 32,200 დოლარად იყიდება. ინდოეთში კი $24000-იანი მანქანების წარმოება იქნება შესაძლებელი.

გლობალურად ინდოეთზე ელექტრომობილების გაყიდვების 2%-ზე ნაკლები მოდის, თუმცა ზოგადად ინდოეთი მსოფლიოში სიდიდით მესამე ავტობაზრობაა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები