მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ახალი წესის ამოქმედებამდე რამდენიმე კომპანიამ მედიკამენტებზე ფასი მკვეთრად შეამცირა - აზარაშვილი

63eccf8e74c14
მარიამ ვარადაშვილი
15.02.23 16:33
1000
ჯანდაცვის მინისტრის ზურაბ აზარაშვილის განცხადებით, ამ ეტაპზე 800-ზე მეტ მედიკამენტზე მაქსიმალური ზედა ზღვარი რეფერენტული ფასის მიხედვით არის დადგენილი. როგორც მან მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ თქვა, დარჩენილ დაახლოებით 400 დასახელების მედიკამენტზე ამ წესით ფასი მარტიდან განისაზღვრება.

“15 იანვარს გამოვაქვეყნეთ რეფერენტული ფასები და მოგეხსენებათ ძალაში შესასვლელად ვადა ერთი თვე იყო განსაზღვრული. დაახლოებით 1200 დასახელების მედიკამენტიდან ნაწილი გასაჩივრდა. დარჩენილი დაახლოებით 400 მედიკამენტზე ფასის გადახედვა მოხდა, მათთან დაკავშირებითაც არის ერთთვიანი ვადა განისაზღვრა და მათზე რეგულაცია 15 მარტიდან შევა ძალაში. ჯამში 15 მარტიდან უკვე 1200 მედიკამეტზე რეფერენტული ფასი ამოქმედდება. დღეის მდგომარეობით, კი მათი ოდენობა 800-ს აჭარბებს. ფარმაცევტულ სექტორთან თანამშრომლობა საკმაოდ კარგად მიმდინარეობს და ახალი წესის ამოქმედებამდე რამდენიმე კომპანიამ ფასი მკვეთრად შეამცირა კიდეც”,-აცხადებს აზარაშვილი.

დღეიდან ყველა კომპანია, იმპორტიორი, დისტრიბუტორი თუ საცალო მოვაჭრე ვალდებულია, რომ მედიკამენტებზე მაქსიმალური ზედა ზღვარი განსაზღვრული რეფერენტული ფასის მიხედვით დაადგინოს.

ფარმაცევტულ კომპანიებს 31 იანვრამდე ჰქონდათ ვადა, რომ ჯანდაცვის სამინისტროსთვის უკვე განსაზღვრულ რეფერენტულ ფასებზე შენიშვნები გადაეგზავნათ. რეფერენტული საცალო ფასი ითვლება რეფერენტული საბითუმო ფასიდან, სააფთიაქო დარიცხვის პროცენტით ან საცალო კოეფიციენტის საშუალებით, შემდეგი წესით: თუ რეფერენტული საბითუმო ფასი 5 ლარამდეა – მას ემატება 40% დარიცხვა; თუ 5-დან 10 ლარამდეა – მას ემატება 35% დარიცხვა; თუ 10-დან 20 ლარამდეა – მას ემატება 30% დარიცხვა; თუ 20-დან 30 ლარამდეა – მას ემატება 25% დარიცხვა; თუ რეფერენტული საბითუმო ფასი 30-დან 50 ლარამდეა – მას ემატება 20% დარიცხვა; თუ ფასი 50-დან 100 ლარამდეა – მას ემატება 15% დარიცხვა და თუ რეფერენტული საბითუმო ფასი 100 ლარი ან მეტია, მაშინ რეფერენტულ საბითუმო ფასს სტანდარტულად ემატება მხოლოდ 20 ლარი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები