მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ახალქალაქის ჰესმა ოპერირება დაიწყო

BM.GE
07.11.22 09:49
247
ახალქალაქის ჰიდროელექტროსადგურმა ოპერირება დაიწყო. ჰიდროელექტროსადგური კავკასიის განახლებადი ენერგიის ფონდმა ისლანდიური სახელმწიფო ენერგიის მწარმოებელ კომპანია LANSVIRKJUN-თან და ადგილობრივ კომპანია HYDRO ENERGY-სთან ერთად განავითარა. პროექტის ჯამური ინვესტიცია 26 მილიონ დოლარს შეადგენს. ახალქალაქის ჰიდროელექტროსადგური, 9.1 მეგავატი დადგმული სიმძლავრით, 2022 წელს საქართველოში ექსპლუატაციაში შესულ ჰესებს შორის ყველაზე დიდია, 40 %-იანი წილით დადგმული სიმძლავრის მიხედვით. 2021 წლის მონაცემებით, მისი წილი 50 მილიონი კილოვატსაათი გამომუშავებით მცირე ჰიდროელექტროსადგურების გენერაციაში 6%-ს შეადგენს, ჰიდროელექტროსადგურების სრულ გენერაციაში კი - 0.5%-ს. პროექტის განვითარება ინდუსტრიის საუკეთესო პრაქტიკის გათვალისწინებით წარიმართა და პროცესში განსაკუთრებული ყურადღება გარემოსდაცვით, სოციალურ და პოზიტიური გავლენის მიმართულებებზე გამახვილდა. ახალქალაქი ჰესის მთავარი ფინანსური მხარდამჭერი თიბისი ბანკია, რომლის თანამონაწილეობაც პროექტის ფარგლებში, 9 მილიონ აშშ დოლარს შეადგენს. თიბისისა და კავკასიის განახლებადი ენერგიის ჰოლდინგის 5 წლიანი თანამშრომლობა ჯამში 7 ჰესს აერთიანებს, 38 მეგავატი ჯამური დადგმული სიმძლავრით. აღსანიშნავია, რომ მიმდინარე წელს საქართველოში 6 ჰესი გაეშვა ოპერირებაში, საიდანაც 4 მათგანი, 23 მეგავატი ჯამური დადგმული სიმძლავრით სწორედ თიბისის მიერ არის დაფინანსებული. საერთო ჯამში, ქვეყნის მასშტაბით, თიბისის მიერ 31 ჰიდროელექტროსადგურია დაფინანსებული, საიდანაც 20 მათგანი უკვე ოპერირებს, 11 კი მშენებლობის პროცესშია. აღნიშნული მიმართულებით თიბისის ჯამური პორტფელი 650 მილიონ ლარს შეადგენს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები