მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ახერხებს თუ არა ხალხი დანაზოგების შეგროვებას - “შპაკასეს” პასუხი

636b73de50f11
თათია კაკიაშვილი
09.11.22 23:10
601
გერმანული ფონდის “შპაკასეს” მიერ ჩატარებული კვლევებით ირკვევა, რომ საქართველოში თანხის დაზოგვა ფუფუნებაა. ფონდის ადგილობრივი წარმომადგენლის სალომე მოისწრაფიშვილის განცხადებით, ადამიანები დანაზოგს თანხის არა საკმარისი რაოდენობის გამო ვერ ახერხებენ.

მან BMG-სთან განაცხადა რომ მართალია, რამდენიმე წელია, ჩვენი ქვეყანა თანხის შემგროვებელი ქვეყნების სიას შეუერთდა, თუმცა მოწინავე პოზიციას არ იკავებს.

„პირველი ბარიერი არასაკმარისი თანხებია. მეორე ბარიერი უფრო ფუნდამენტურია - ცოდნა და კულტურა და ამის ჩვევაში გადაყვანა, როგორ დავზოგოთ თუნდაც ძალიან მცირე თანხები, რომლებიც შეიძლება, ზუსტად ისეთი პრობლემების და კრიზისების დროს, როგორიც იყო კოვიდპანდემია, გამოგვადგეს და რეალურად ის პირველი ორი თვე, როდესაც ყველაფერი გაჩერდა, ფაქტია, რომ სწორედ დანაზოგებით გადაიტანა თუნდაც მცირე ბიზნესმაც,” - განაცხადა მოისწრაფიშვილმა.

მისივე თქმით, ხალხი დანაზოგების შეგროვებისგან თავს იმის გამოც იკავებს, რომ მოსახლეობის ფინანსური ცნობიერების დონე არასაკმარის დონეზეა, რამდენადაც დაზოგვა ფინანსური განათლების მნიშვნელოვანი ნაწილია.

“ელემენტარულ ფინანსურ საკითხებზე საწყისი ინფორმაცია და განათლება რომ არ არის, შემდეგ უკვე ხალხთან დაზოგვაზე, ჯანმრთელობის და ქონების, ასევე ბიზნეს რისკების დაზღვევაზე, ანუ 3-4 საფეხურით ზედა თემებზე კომუნიკაცია ჭირს. საბაზისო ფინანსური განათლება და ელემენტარული ცნობიერება რომ არ გვაქვს, შემდეგ უკვე რაღაც უფრო რთულის ახსნა და გააზრება მოსახლეობას უფრო უჭირს. პირველ რიგში, ხალხში უნდობლობას სწორედ ეს ფაქტორი იწვევს,” - განაცხადა სალომე მოისწრაფიშვილმა.

ეროვნული ბანკის მონაცემებით, საბანკო დეპოზიტზე დანაზოგი მოსახლეობის 11%-ს აქვს განთავსებული. 57%-ი დანაზოგს სახლში, ნაღდი ფულის სახით ინახავს, 25%-ი კი თანხას ოჯახის წევრებს ანდობს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები