მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ახლა სწავლის დაწყების რეკომენდაციას ვერ გავცემთ - გამყრელიძე

6124cf2612451
ელენე გოგბერაშვილი
24.08.21 14:46
2344
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი, ამირან გამყრელიძე აცხადებს, რომ დღეს არსებული ეპიდვითარების გათვალისწინებით ისინი სკოლებში სწავლის დაწყების რეკომენდაციას ვერ გასცემენ. მან ის წინაპირობები დაასახელა, რის საფუძველზეც შესაძლებელი გახდება სწავლა საკლასო ოთახებში განახლდეს.

"დღევანდელ ეპიდსიტუაციაში დავადებათა კონტრილის ეროვნული ცენტრი რეკომენდაციას ვერ გასცემს დასწრებული სწავლის დაწყებასთან დაკავშირებით. ჩვენ რამდენჯერმე ვთქვით, რომ დადებითობის მაჩვენებელი უნდა ჩამოვიდეს 4%-ზე დაბლა და მასწავლებელთა და სკოლაში მომუშავე პერსონალთა 80% უნდა იყოს აცრილი, რომ რეკომენდაცია გაიცეს დასწრებულ სწავლასთან დაკავშირებით.

დისტანციური სწავლება დაიწყება ისე, როგორც  ამას გადაწყვეტს განათლების სამინისტრო",-აცხადებს ამირან გამყრელიძე.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები