მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მომდევნო 2-3 წელში გვექნება საკმაოდ აქტიური ტემპი სკოლების მშენებლობის მიმართულებით - გიორგი კაკაურიძე

სკოლა

საქართველოს ფინანსთა მინისტრის პირველი მოადგილე გიორგი კაკაურიძე ამბობს, რომ სკოლების მშენებლობასთან დაკავშირებული პრობლემები დიდწილად დაძლეულია და მომდევნო 2-3 წელში ამ მიმართულებით ტემპი დაჩქარდება. მან საკითხზე პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის სხდომაზე ისაუბრა.

"სკოლების ინფრასტრუქტურის ნაწილი დიდწილად გადავიდა ინფრასტრუქტურის სამინისტროში „ესიდა"-ს გაუქმების შემდგომ. ორი კვირის წინ დაახლოებით გვქონდა განხილვა იმ პრობლემების, რომელიც მუნიციპალური განვითარების ფონდმა წარმოაჩინა, ანუ „ესიდა"-დან გადაცემული პრობლემები ასე ვთქვათ, დაახლოებით ორმოცდაათ გვერდზე მეტი იყო პრობლემების ჩამონათვალი.

პრობლემების მოგვარება დასრულებულია, ტექნიკურ მოგვარებას ვგულისხმობ ამ შემთხვევაში და რა თქმა უნდა, მთავარი შედეგი რაც უნდა ნახოს ჩვენმა მოსახლეობამ და საბოლოო ჯამში ბავშვებმაც, არის ის, რომ სკოლა უნდა იყოს აშენებული, თუმცა სამწუხაროდ, გარკვეული პრობლემები იყო რომლებიც დიდწილად დაძლეულია და ვფიქრობ, რომ ტემპი იქნება დანარჩენ პერიოდში უფრო სწრაფი. ჩვენ, რა თქმა უნდა, არ გვაქვს ილუზია, რომ წელს დავასრულებთ ყველა სკოლას, არც რესურსი ეყოფა ამას, დავაჩქარებთ და მივიღებთ ისევ უხარისხოს, ამიტომ შესაბამისი ვადების დაცვით, შესაბამისი ხარისხით მომდევნო ორი-სამი წლის განმავლობაში გვექნება საკმაოდ აქტიური და კარგი ტემპები ამ მიმართულებით.

რაც შეეხება რეაბილიტაციების ნაწილს, რომელიც მუნიციპალიტეტებზე გადაცემული თემაა, ჩვენ აქ ₾35 მილიონი გვქონდა თავდაპირველად გათვალისწინებული, თუმცა რეგიონული განვითარების სამინისტრომ დააყენა საკითხი განათლების სამინისტროს ჩართულობით, რა თქმა უნდა, რომ საჭიროება იყო გაცილებით მეტი, წლის ბოლომდე ათვისების შესაძლებლობა, რაც იყო მოითხოვეს დამატებით ₾80 მილიონი და ჩვენ ეს რესურსი უკვე დავუმატეთ, ₾115 მილიონია უკვე გათვალისწინებული. ახლა უნდა დასრულდეს ბევრ სკოლაში სამუშაოები ანუ მესამე კვარტალში დიდი წილი უნდა იყოს დასრულებული, თუმცა გარკვეული რეაბილიტაციებია, რომელიც სასწავლო პროცესს ხელს არ უშლის და გაგრძელდება მომდევნო პერიოდში", - ამბობს მინისტრის მოადგილე.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები