მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

დაახლოებით 2100 სკოლა ფუნქციონირებს, საიდანაც ბევრი არასათანადო მდგომარეობაშია - ირაკლი კობახიძე

ირაკლი კობახიძე

"იყო გამოწვევები, თუმცა ყველაფერი უკვე არის დაძლეული და ახლა მაქსიმალურ ტემპებში განახლდება სკოლების მშენებლობა-რეაბილიტაცია", - ამის შესახებ პრემიერმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს ბათუმში განუცხადა, სადაც ბათუმის № 21 საჯარო სკოლის გახსნის ღონისძიებას დაესწრო.

"ჯერ კიდევ ბევრი რამ არის გასაკეთებელი, ჯერ კიდევ ბევრი სკოლის აშენება და რეაბილიტაცია არის საჭირო ქვეყნის მასშტაბით. ფუნქციონირებს დაახლოებით 2100 სკოლა, საიდანაც ბევრი არის არასათანადო მდგომარეობაში და შემდგომი წლების განმავლობაში საბოლოოდ დასრულდება ყველა სკოლის მშენებლობა, სკოლების რეაბილიტაცია. ჩვენი საბოლოო მიზანია, რომ ქვეყნის მასშტაბით ყველა მოსწავლისთვის იყოს უზრუნველყოფილი ასეთი თანამედროვე ტიპის სივრცეები",- თქვა კობახიძემ.

ჟურნალისტის კითხვაზე, თუ აქვთ ინფორმაცია, რამდენი სკოლის მშენებლობაა მიტოვებული, რამდენია დახარჯული ამ მიმართულებით და რამდენი ათასი ბავშვია მოკლებული საშუალებას, რომ ისწავლოს ის ასე პასუხობს: "გვქონდა გამოწვევები განათლების ინფრასტრუქტურის მიმართულებით. იმისათვის, რომ ვითარება გამოგვესწორებინა, მათ შორის ინსტიტუციური გადაწყვეტილებებიც მივიღეთ. იყო შესაბამისი საჯარო სამართლის იურიდიული პირი "ესიდა", რომელიც საერთოდ გავაუქმეთ. ეს ფუნქცია გადავიტანეთ ინფრასტრუქტურის სამინისტროში. ამ ყველაფერმა მოითხოვა გარკვეული დრო, თუმცა ახლა უკვე ყველაფერი არის მოწესრიგებული ინსტიტუციური კუთხითაც და ინფრასტრუქტურის სამინისტრო განათლების სამინისტროსთან ერთად მაქსიმალურ ტემპებში უზრუნველყოფს სკოლების მშენებლობას და რეაბილიტაციას", - აცხადებს ირაკლი კობახიძე.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები