მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

აზარტული თამაშების კომპანია Evolution Georgia-ს 95 მილიონი ლარის შემოსავალი აქვს

6167f4a375d0f
შოთა ტყეშელაშვილი
15.10.21 00:00
4863
Evolution Gaming-ის შვილობილი კომპანია საქართველოში 2018 წლიდან საქმიანობს. კომპანია საქართველოში არსებული სტუდიების მეშვეობით, უცხოურ აზარტული თამაშების კომპანიებს ლაივ სტრიმინგის სერვისს სთავაზობს. 

შპს “ევოლუშენ ჯორჯიამ” 2020 წლის ფინანსური ანგარიში გაასაჯაროვა. დოკუმენტის თანახმად, კომპანიამ გასულ წელს საკუთარი შემოსავალი 37.3 მილიონი ლარით, 94.6 მილიონამდე გაზარდა. კომპანიის წმინდა მოგება კი 1.6 მილიონი ლარიდან, 6.1 მილიონამდე გაიზარდა.

ფირმამ მასში დასაქმებულ 3,500-ზე მეტ თანამშრომელზე გასულ წელს ხელფასის სახით 43.3 მილიონი ლარი გასცა.

“2018 წლის დასაწყისში თანამშრომლების რაოდენობა იყო 8 პირი. თანამშრომლების რაოდენობა წლის ბოლოს იყო 1067 პირი. 2019 წლის ბოლოს "ევოლუშენ ჯორჯიას" 2870 თანამშრომელი ჰყავდა ხოლო 2020 წლის ბოლოს 3558.

კომპანიამ პირველი ლაივ ტრანსლაცია 2018 წლის 30 მარტს დაიწყო სამი მაგიდით და წლის ბოლოსთვის მაგიდების რაოდენობა 107-მდე გაიზარდა. 2019 წელს კი 304 მაგიდამდე გაიზარდა ხოლო 2020 წლის ბოლოს, მაგიდების რაოდენობა 330- მდე გაიზარდა,”- ნათქვამია ფინანსურ ანგარიშში.

კომპანიის უშუალო მფლობელია Evolution Malta Holding Limited LLC, რომელიც თავის მხრივ, შვედური კომპანია Evolution Gaming Group AB-ს შემადგენლობაში შედის. კომპანიის აქციები სტოკჰოლმის ბირჟაზე ივაჭრება და მისი გლობალური შემოსავალი 2020 წელს $680 მილიონი დოლარი იყო.

“ჯგუფი ქმნის სრულად ინტეგრირებულ ლაივ კაზინო გადაწყვეტებს აზარტული თამაშების ოპერატორებისთვის, ახორციელებს მის მარკეტინგს და გასცემს ლიცენზიებს. ის მონაწილეობს მხოლოდ განვითარებასა და შექმნაში, თვითონ არ ახორციელებს აზარტული თამაშების ოპერირებას,”- ნათქვამია კომპანიის მმართველობით ანგარიშში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები