მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

აზარტული თამაშების რეკლამის აკრძალვით, ყველაზე მეტად სპორტულ არხებს ვურტყამთ - მიხეილ დუნდუა

61b8cb7c49a52
თამთა ჯიჯავაძე
14.12.21 20:49
668
აზარტული თამაშების რეკლამის აკრძალვით, ყველაზე მეტად სპორტულ არხებს ვურტყამთ -ამის შესახებ დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე ფინანსთა მინისტრის მოადგილე, მიხეილ დუნდუამ განაცხადა, სადაც აზარტული თამაშების შესახებ კანონპროექტის შესახებ მიმდინარეობს მსჯელობა.

„აზარტული თამაშების რეკლამის აკრძალვით, ყველაზე მეტად სპორტულ არხებს ვურტყამთ, იმიტომ რომ სპორტული არხების მთავარი დამფინანსებლები არიან გემბლინგ-კომპანიები“, - განაცხადა დუნდუამ.

ცნობისთვის, საქართველოს პარლამენტი დაჩქარებული წესით განიხილავს კანონპროექტს, რომელიც აზარტული თამაშების რეგულირებას, გადასახადების გაზრდას, 1 მლნ მოქალაქისთვის თამაშის აკრძალვას და ამ სფეროს რეკლამირების აკრძალვას ეხება.

პარლამენტის საკომიტეტო მოსმენაზე ტელევიზიების ხელმძღვანელებმა საკანონმდებლო პაკეტზე კრიტიკული შენიშვნები დააფიქსირეს და განაცხადეს, რომ ეს მთლიანად სატელევიზიო ინდუსტრიის შემცირებას გამოიწვევს.

აზარტული თამაშების რეგულაციით სარეკლამო ბაზარს 30 მლნ დააკლდება

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები