აზარტული თამაშების სექტორში ახალი რეგულაციების დაწესება იგეგმება
BM.GE
17.09.18 14:48
• 1015
სათამაშო ბიზნესი საქართველოში რეგულაციების მოლოდინშია. ამ სექტორის ანგარიშვალდებულებისა და გამჭვირვალობის საკითხზე ბორჯომში კონფერენცია გაიმართა. კერძო სექტორის წარმომადგენლებმა დარგის რეგულირების შესახებ ახალი კანონპროექტი განიხილეს, რომელიც ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა სამუშაო ჯგუფმა მოამზადა. ღონისძიებას ბიზნესომბუდსმენი, საქსტატის ხელმძღვანელი და სხვა დაინტერესებული პირები ესწრებოდნენ.