მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

აზერბაიჯანი აფხაზეთში ჩატარებულ ე.წ. არჩევნებს არ აღიარებს

აზერბაიჯანი

აზერბაიჯანი არ აღიარებს ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებს, რომელიც საქართველოს აფხაზეთის რეგიონში ჩატარდა. აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებას მედია ავრცელებს.

"აზერბაიჯანის რესპუბლიკა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერას კვლავ ადასტურებს. შესაბამისად, არ აღიარებს 2025 წლის 15 თებერვალს საქართველოს აფხაზეთის რეგიონში ე.წ. რიგგარეშე საპრეზიდენტო არჩევნებსა და შედეგებს. აზერბაიჯანი მხარს უჭერს, აფხაზეთის საკითხის მშვიდობიანად მოგვარებას, საერთაშორისო ნორმებითა და პრინციპებითა", - აღნიშნულია განცხადებაში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები