მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„აზერბაიჯანი და საქართველო ევროპის ენერგოუსაფრთხოებაში ერთობლივი წვლილის შეტანას ცდილობენ“ - აზერბაიჯანის პრემიერი

აზერბაიჯანი

აზერბაიჯანის პრემიერ-მინისტრის განცხადებით, საქართველო და აზერბაიჯანი ერთობლივად განხორციელებული პროექტებით ევროპის ენერგოუსაფრთხოებაში ერთობლივი წვლილის შეტანას ცდილობენ. ამის შესახებ ალი ასადოვმა აბრეშუმის გზის ფორუმის გახსნით ღონისძიებაზე გამოსვლისას განაცხადა.

მან იმ ენერგოპროექტებზე ისაუბრა, რომელიც ქვეყნებმა ერთობლივად განახორციელეს და რა პროექტებიც მომავალში იგეგმება

„აზერბაიჯანი და საქართველო ევროპის ენერგეტიკულ უსაფრთხოებაში ერთობლივი წვლილის შეტანას ცდილობს. ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენი, ბაქო-თბილისი-ერზურუმის გაზსადენი, მათ შორის სამხრეთ გაზსადენის დერეფანი - ეს ერთობლივად განხორციელებული სტრატეგიული პროექტებია. სამხრეთის გაზის დერეფანი საშუალებას გვაძლევს, რომ აზერბაიჯანული გაზი პირდაპირ ევროპაში მიეწოდოს. გასული წლის ივლისში აზერბაიჯანმა და ევროკომისიამ ხელი ურთიერთგაგების მემორანდუმს მოაწერეს.

ამ დოკუმენტის მიხედვით აზერბაიჯანი 2027 წლისთვის მიწოდებული გაზის მოცულობას გააორმაგებს. ამავდროულად, დღეს ჩვენ ერთად ვიწყებთ მწვანე ენერგეტიკული ხიდის მშენებლობას ევროპასთან. საქართველოს პრემიერმა აღნიშნა და კიდევ მინდა ხაზი გავუსვა იმას, რომ გასულ წელს ბუქარესტში სტრატეგიულ შეთანხმებას მოეწერა ხელი აზერბაიჯანს, საქართველოს, რუმინეთსა და უნგრეთს შორის. ასევე ბულგარეთმა გამოხატა ამ პროექტში გაწევრიანების სურვილი. ვიმედოვნებთ, ეს პროექტი ბევრი ქვეყნის ენერგოუსაფრთხოებას კიდევ უფრო მეტად შეუწყობს ხელს“, - განაცხადა ალი ასადოვმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები