მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

აზერბაიჯანი, ერაყი, კუბა... - მიგრაციის დეპარტამენტმა 25 ქვეყნის მოქალაქე საქართველოდან გააძევა

მიგრაციის დეპარტამენტი
25.02.26 10:55
649

ბოლო დღეების განმავლობაში, მიგრაციის დეპარტამენტმა 25 ქვეყნის 85 მოქალაქე საქართველოდან გააძევა.

შსს-ის ინფორმაციით, მიგრაციის დეპარტამენტის მიერ ჩატარებული ღონისძიებების შედეგად, ქვეყნიდან გაძევებულ იქნა: აზერბაიჯანის, ბანგლადეშის, ბელორუსის, ეგვიპტის, ერაყის, თურქეთის, თურქმენეთის, იემენის, იორდანიის, ინდოეთის, ირანის, ისრაელის, კოტ-დივუარის, კუბის, ნეპალის, ნიგერიის, პაკისტანის, რუსეთის, სამხრეთ აფრიკის, სომხეთის, სუდანის, ტაილანდის, ფილიპინების, ყირგიზეთისა და ჩინეთის - ჯამში 85 მოქალაქე.

მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, გაძევებულ პირებს ქვეყანაში შემოსვლის აკრძალვა დაუწესდათ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები