მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"აზერბაიჯანი ღაზაში სამშვიდობოებს არ გაგზავნის" - ალიევი

ილჰამ ალიევი

აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა განაცხადა, რომ ქვეყანა ღაზას სექტორში სამშვიდობო დანიშნულებით ჯარისკაცების გაგზავნას არ გეგმავს. როგორც ადგილობრივი მედიისთვის მიცემულ ინტერვიუში აზერბაიჯანის ლიდერმა თქვა, ამერიკის შეერთებული შტატებისაგან 20-ზე მეტი პუნქტისგან შემდგარი დეტალური კითხვარი მიიღო. კითხვარი, რომელშიც გაწერილი იყო, თუ რა ნაბიჯების გადადგმისთვის იყო ოფიციალური ბაქო მზად, რათა ღაზას სექტორში სამშვიდობო პროცესის მეორე ფაზის განსახორციელებლად მშვიდობისმყოფელები განეთავსებინა. როგორც ალიევმა განმარტა, სამხედროების გაგზავნაზე უარი სწორედ ამ დოკუმენტის გაცნობის შემდეგ თქვა.

აზერბაიჯანის პრეზიდენტმა მკაფიოდ განმარტა, რომ არ აპირებს ჩაერთოს არცერთ ისე პროცესში, რომელიც ქვეყნის საზღვრებს მიღმა რამე სახის რისკს უქმნის მის ჯარისკაცებს.

ცნობისთვის, ოქტომბრის დასაწყისში, ისრაელსა და ჰამასს შორის გაფორმებული სამშვიდობო შეთანხმების ერთ-ერთი პუნქტი იყო, რომ დაინტერესებული სახელმწიფოები საკუთარი ნებით განალაგებდნენ მშვიდობისმყოფელ სამხედროებს კონფლიქტური ზონის გასწვრივ და უზრუნველყოფდნენ ესკალაციის თავიდან არიდებას. თავდაპირველად, მზადყოფნა ოფიციალურმა ბაქომაც გამოთქვა, თუმცა საბოლოოდ ქვეყანამ პოზიცია შეცვალა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები