ირანში თითქმის 30 ტონა საკვები პროდუქტი იგზავნება, - როგორც APA წერს, ამის შესახებ აზერბაიჯანის რესპუბლიკის სახელმწიფო რეზერვების სააგენტოს რეზერვების კონტროლის დეპარტამენტის დირექტორმა ემინ ჰასანოვმა ჟურნალისტებს განუცხადა.
მან აღნიშნა, რომ აზერბაიჯანის პრეზიდენტის, ილჰამ ალიევის მითითების შესაბამისად, საგანგებო სიტუაციების სამინისტროს მანქანებით ირანში თითქმის 30 ტონა საკვები პროდუქტი იგზავნება: „ჰუმანიტარული დახმარება მოიცავს ფქვილს, ბრინჯს, შაქარს, ჩაის, ასევე სამედიცინო მასალებს. მანქანები უკვე გადიან“, - თქვა მან.




























