მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ირანული ავიაკომპანიების ფრენები აზერბაიჯანმაც შეზღუდა

ირანი

ირანული ავიაკომპანიების ფრენების აზერბაიჯანიდანაც შეიზღუდა. აზერბაიჯანის სამთავრობო სააგენტოს APA-ს ინფორმაციით, ირანის ისლამური რესპუბლიკის ავიაკომპანიების მიერ აზერბაიჯანის მიმართულებით ფრენები ჩერდება.

„აშშ-ის მიერ ირანის ისლამური რესპუბლიკის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების ახალი პაკეტის გამო, განსაკუთრებით იმ სანქციებისა, რომლებიც ავიაციის სექტორს ეხება, მიღებულია გადაწყვეტილება, რომ 2026 წლის 22 სექტემბრიდან შეჩერდეს ირანული ავიაკომპანიების მიერ აზერბაიჯანის მიმართულებით განხორციელებული ფრენები“ - ნათქვამია სახელმწიფო კომპანიის Azerbaijan Airlines-ის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

სანქციების გამო ირანულ ავიაკომპანიებს საქართველოდან ფრენები 21 სექტემბრიდან შეეზღუდათ. ირანული ავიაკომპანიების სანქცირებაზე აშშ-ის ფინანსთა სამინისტროს უცხოური აქტივების კონტროლის ოფისმა (OFAC) 8 სექტემბერს გაავრცელა ინფორმაცია. აშშ-ის ფინანსთა სამინისტროს განცხადებით, ირანის ხელისუფლება საავიაციო სექტორს იარაღისა და უკანონო ტვირთების გადასაზიდად იყენებს.

აშშ-ის მიერ სანქცირებული ირანული ავიაკომპანიებია:

  1. Air Shiraz
  2. Asa Jet Airline
  3. Ata Airlines Company
  4. Atlas Aviation Group
  5. Ava Airlines
  6. Chabahar Airlines Company
  7. Erwan Airline Company
  8. Fly Kish Airlines
  9. Fly Persia Airlines
  10. Iran Air Tour
  11. Iran Aseman Airlines
  12. Jsky Airlines
  13. Kish Airlines
  14. Karun Airlines Company
  15. Lad Airways
  16. Mehr Airways
  17. Nasim Air
  18. Pars Oghyanous Kish Company
  19. Qeshm Air
  20. Raimon Airways
  21. Saha Airlines
  22. Sepehran Airlines
  23. Soroush Air
  24. Taban Airlines
  25. Toos Airlines
  26. Varesh Airlines
  27. Zagros Airlines

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები