მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ირანი და ომანი ჰორმუზის სრუტეში შეთანხმებას უახლოვდებიან

ჰორმუზის სრუტე

ირანი და ომანი ჰორმუზის სრუტეში უსაფრთხო ნაოსნობის აღდგენასა და ამ სტრატეგიული ეკონომიკური არტერიის მომავალ მართვაზე შეთანხმებას უახლოვდებიან.

როგორც ირკვევა, ორი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრებმა განხილვებისას შეათანხმეს ჩარჩო ხელშეკრულება, რომელიც სრუტეში დროებითი ერთობლივი სანავიგაციო დერეფნის შექმნასა და წყლის ნაღმებისგან გასუფთავების ერთობლივ სამუშაოებს ითვალისწინებს.

Wall Street Journal-ისა და სხვა მედიასაშუალებების ცნობით, ტექნიკური მოლაპარაკებები გაგრძელდება, რათა მხარეები მუდმივ დერეფანზე, მოძრაობის მართვასა და უსაფრთხოების სერვისების გაზიარების მექანიზმებზე საბოლოოდ შეთანხმდნენ.

სპარსეთის ყურეში სიტუაციის დეესკალაციის ნიშნები აშშ-ის დიპლომატიურ ნაბიჯებშიც გამოიკვეთა. არსებული ინფორმაციით, ვაშინგტონმა რეგიონში დიპლომატების დაბრუნება დაიწყო, რაც იმაზე მიუთითებს, რომ ამერიკული მხარე სამხედრო ესკალაციის გაგრძელებას ამ ეტაპზე არ ელის.

პარალელურად, რუსული სააგენტო RIA Novosti ირანულ და პაკისტანურ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს ცნობას, რომ აშშ და ირანი უახლოეს დღეებში ცეცხლის შეწყვეტის ახალ შეთანხმებას გამოაცხადებენ, რაც ჰორმუზის სრუტეში ნაოსნობის თავისუფლებას მოიცავს, თუმცა აღნიშნული ინფორმაცია დამოუკიდებლად დადასტურებული არ არის.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები