ოფიციალური ბაქო მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და არ ცნობს ცხინვალში ჩატარებულ ე.წ. არჩევნებს - ამის შესახებ განცხადება აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა.
„აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრო კიდევ ერთხელ ადასტურებს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს, არ ცნობს თვითგამოცხადებულ „საპარლამენტო არჩევნებს“, ისევე როგორც მათ შედეგებს, რომელიც გაიმართა 9 ივნისს საქართველოს ცხინვალის რეგიონში“, - ნათქვამია განცხადებაში.
ოკუპირებულ რეგიონში გამართულ არჩევნებს საერთაშორისო საზოგადოება ლეგიტიმურად არ ცნობს, რადგან უკანონო არჩევნები რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიაზე ტარდება. ამ ტერიტორიას კი საერთაშორისო თანამეგობრობა საქართველოს სუვერენულ რეგიონად მიიჩნევს.