მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

აზერბაიჯანი რუსეთის მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმს ამკაცრებს

BMG

აზერბაიჯანმა რუსეთის მოქალაქეებისთვის ქვეყანაში დროებითი ყოფნის ვადა წელიწადში 90 დღემდე შეამცირა, ამის შესახებ გადაწყვეტილებას პრემიერ-მინისტრმა ალი ასადოვმა მოაწერა ხელი. დოკუმენტი ქვეყნის მთავრობის ვებგვერდზეა განთავსებული.

„რუსეთის ფედერაციის მოქალაქეებისა და რუსეთის ფედერაციაში მუდმივად მცხოვრები მოქალაქეობის არმქონე პირების დროებითი ყოფნის ვადა, რომლებიც აზერბაიჯანის რესპუბლიკაში უვიზოდ ჩავიდნენ, არ შეიძლება აღემატებოდეს 90 დღეს ერთ კალენდარულ წელიწადში“, - ნათქვამია დოკუმენტში.

ცვლილებები ახალი 2025 წლიდან ამოქმედდება.

აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ ეს არის საპასუხო ნაბიჯი მოსკოვის მიერ აზერბაიჯანის მოქალაქეებისთვის რუსეთში მსგავსი 90-დღიანი შეზღუდვის შემოღებაზე.

ცნობისთვის, 25 დეკემბერს ყაზახეთის ტერიტორიაზე „აზერბაიჯანის ავიახაზების“ თვითმფრინავი ჩამოვარდა, რომელიც ბაქოდან გროზნოში მიფრინავდა. კატასტროფის შედეგად 38 ადამიანი გარდაიცვალა, ხოლო 29 გადარჩა. აზერბაიჯანის პრეზიდენტის, ილჰამ ალიევის თქმით, ჩამოვარდნილი თვითმფრინავი მიწიდან გახსნილი ცეცხლის შედეგად დაზიანდა. ალიევმა ასევე ისაუბრა იმ პირობებზე, რაც აზერბაიჯანულ მხარეს აქვს. ესენია რუსეთის მხრიდან დანაშაულის აღიარება, დამნაშავეების დასჯა და კომპენსაციის გადახდა აზერბაიჯანის სახელმწიფოსთვის, დაშავებული მგზავრებისთვისა და ეკიპაჟის წევრებისთვის.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები