აზერბაიჯანი სახმელეთო საზღვრებს ოქტომბერშიც არ გახსნის. აზერბაიჯანის პრემიერ-მინისტრმა ალი ასადოვმა ხელი მოაწერა გადაწყვეტილებას ქვეყანაში სპეციალური საკარანტინო რეჟიმის 2025 წლის 1-ელი იანვრის 06:00 საათამდე გახანგრძლივების შესახებ.
აქამდე, სპეციალური რეჟიმის მოქმედების ვადა 1-ელ ოქტომბრამდე იყო განსაზღვრული. შესაბამისად, საქართველო-აზერბაიჯანის სახმელეთო საზღვარი მომავალ წლამდე დარჩება ჩაკეტილი.
შეგახსენებთ, აზერბაიჯანმა სახმელეთო საზღვრის ჩაკეტვის გადაწყვეტილება 2020 წლის გაზაფხულში, კოვიდპანდემიის გამო მიიღო, ამის შემდეგ კი შეზღუდვა არაერთხელ გახანგრძლივდა.