მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

აზერბაიჯანი სასურსათო ხორბალზე შიდა მოთხოვნის 65-70%-ის დაკმაყოფილებას გეგმავს

აზერბაიჯანი

აზერბაიჯანი სასურსათო ხორბალზე შიდა მოთხოვნის 65-70%-ის ადგილობრივი წარმოებით დაკმაყოფილებას გეგმავს.

სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილის, სეიმურ საფარლის განცხადებით, ამჟამად ადგილობრივი წარმოება ქვეყნის მოთხოვნის დაახლოებით 55%-ს ფარავს, თუმცა უახლოეს მომავალში ეს მოცემულობა შეიცვლება.

როგორც ადგილობრივი მედია წერს, პრეზიდენტ ილჰამ ალიევის მიერ ხელმოწერილი 2026-2030 წლების სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, მემცენარეობის მიმართულებით არაერთი რეფორმა გატარდება და მთავარი მიზანი ერთ ჰექტარზე მოსავლიანობისა და პროდუქციის ხარისხის გაზრდა იქნება.

როგორც საფარლი აღნიშნავს, სახელმწიფო პროგრამის ერთ-ერთი საკვანძო მიზანი ხორბლის მოსავლიანობის ჰექტარზე 50 ცენტნერამდე გაზრდა იქნება. ამ ამოცანის შესასრულებლად, სასოფლო-სამეურნეო სპეციალიზაციისთვის ხორბლის მოყვანის მაღალი პოტენციალის მქონე 22 რაიონი შეირჩევა. პარალელურად, ადგილობრივი წარმოების წასახალისებლად აგრარული სუბსიდიების საბჭო დაფინანსების ახალ მექანიზმებს შეიმუშავებს.

ცნობისთვის, ბოლო წლებში გატარებული ღონისძიებების შედეგად, მიმდინარე წელს აზერბაიჯანში მარცვლეულის წარმოება 8%-მდე გაიზარდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები