მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

აზერბაიჯანი ტრამპის "მშვიდობის საბჭოს" შეუერთდება

ალიევი ტრამპი

აზერბაიჯანის განცხადებით, ქვეყანა, მიიღო აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მიწვევა და მის "მშვიდობის საბჭოს" უერთდება - ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.

"აზერბაიჯანი, როგორც ყოველთვის, მზად არის, აქტიური წვლილი შეიტანოს საერთაშორისო თანამშრომლობის, მშვიდობისა და სტაბილურობის უზრუნველყოფაში", - ნათქვამია აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

აზერბაიჯანი და სომხეთი მთიანი ყარაბაღის რეგიონის გამო თითქმის ოთხი ათწლეულის განმავლობაში იმყოფებოდნენ საომარ მდგომარეობაში. 2025 წლის აგვისტოში, თეთრ სახლში ტრამპთან შეხვედრის შემდეგ, მხარეებმა აშშ-ის შუამავლობით სამშვიდობო შეთანხმებას მიაღწიეს. სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი ტრამპის "მშვიდობის საბჭოს" სამშაბათს შეუერთდა.

საქმე ისაა, რომ დონალდ ტრამპმა გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ანალოგის, “მშვიდობის საბჭოს” შექმნის გადაწყვეტილება მიიღო. საბჭოს თავდაპირველი მიზანი ისრაელ-ჰამასს შორის დადებული სამშვიდობო შეთანხმების მეორე ფაზის ამოქმედება და რეგიონში კონფლიქტის საბოლოოდ დასრულება იქნება, შემდგომ პერიოდში კი მსოფლიოში მშვიდობის უზრუნველყოფას დაისახავს მიზნად.

51 ქვეყანა, რომელიც ტრამპმა “მშვიდობის საბჭოში” მიიწვია - სრული სია

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები